x
როდის არ უნდა ჩაიხედოთ სარკეში

imageალბათ, სარკის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია. ის არის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტი. საინტერესოა, ვინ უფრო ხშირად იხედება სარკეში ქალი თუ მამაკაცი? ამის გასარკვევად შვეიცარელმა ფსიქოლოგებმა შემდეგი ექსპერიმენტი ჩაატარეს: ერთ სუპერმარკეტში უზარმაზარი სარკე და რამდენიმე ვიდეოკამერა დააყენეს დაკვირვებები ერთი კვირის განმავლობაშაში მიმდინარეობდა, მირებული შედეგები სენსაციური აღმოჩნდა. გაგიკვირდებათ, მაგრამ მამაკაცთა რაოდენობამ, რომლებიც თავიანთ გამოსახულებას სარკეში ათვალიერებდნენ, სუსტი სქესის წარმომადგენელთა რაოდენობას 4, 5_ჯერ გადააჭარბა. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მამაკაცების უმრავლესობა სარკესთან საკმაოდ დიდხანს ჩერდებოდა. ერთი მამაკაცი საკუთარი ფიზიონომიით იმდენად დატკბა, რომ საკუთარ თავს აკოცა კიდეც სარკეში.

პირველი შუშის სარკე 8_ე საუკუნეში ფლანდრიაში გაჩნდა. ოდითგანვე ის ადამიანის მიერ შექმნილ საყოფაცხოვრები ნივთებს შორის ყველაზე იდულამ საგანს წარმოადგენდა. ამბობენ, რომ სარკე თავისი პატრონის შესახებ ინფორმაციას აგროვებს და მის საიდუმლოებებს ინახავს. მაგალითად იაპონიაში, ანტიკვარიატის მაღაზიებში სარკის შეძენა შეუძლებელია, რადგან სჯერათ რომ ის ყოფილი მფლობელის სული რჩება, რომელსაც სარკის ახალი პატრონისათვის ზიანის მიყენება შეუძლია. ასევე მიიჩნევენ რომ სარკე არასოდეს უნდა დავდოთ, რათა მან ის დადებითი ენერგეტიკა არ აირეკლოს, რომელიც კოსმოსიდან მოდის.

თუ ადამიანი ცუდ გუნებაზეა სარკეში არ უნდა ჩაიხედოს და ჩახედვის დროს არავითარ შემთხვევაში თავისი ნაკლსა და ცხოვრების ავბედითობაზე არ უნდა დაიჩივლოს. თუ გსურთ, რომ “ჯადოსნური შუშის'' დადებითი ენერგიით დამუხტვა ბევრი გაიღიმეთ და რამე კარგზე იფიქრეთ.

0
529
8-ს მოსწონს
ავტორი:ნანუ_ნანუ
ნანუ_ნანუ
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0