სხვა ყოველთვის ძვირფასია თუ არა ბრილიანტი? +(ბევრი საინტერესო ფოტო) 2012, 5 დეკემბერი, 22:12 სანამ ბრილიანტს შეიძენთ დარწმუნდით ____ნამდვილია თუ არა ის.. ცხადია ეს უმარტივესი საქმეა ამ დარგის ექსპერტ_შემფასებელთათვის რომლებიც მხოლოდ, საერთაშორისო სტანდარტებითა და შკალებით შეგიფასებენ თქვენი ქვის თვითღირებულებას. აქ კი საქმე უკვე ნდობაშია... მაგრამ ის "მშრალ" ციფრებში გამოხატული, მკაცრი კრიტერიუმები, ცხადია გამყალბებლებმაც კარგად იციან..თქვენ კი ისღა დაგრჩენიათ თავად ქვას "გაესაუბროთ" მისსავე ავ-კარგზე... რამდენიმე მარტივი რჩევა თქვენთვის, ჩემო ლამაზებო, ვინც ბრილიანტის შეძენას აპირებთ, ან ვინმეს უპირებთ ამ საახალწლოდ ან სულაც ___უმიზეზოდ: 1. პირველ რიგში დააკვირდით მის ფერს___ნამდვილი ბრილიანტი, ნაცრისფრად ელავს. 2. დააორთქლეთ ქვა ___ დააკვირდით რამდენ ხანში გაქრება ორთქლი. 3. დააკვირდით ქვის ფერს მიკროსკოპში 4. გააცხელეთ ის და დააკვირდით, რამდენ ხანში გაგრილდება თუ: შემოთავაზებული ქვა, ერთი შეხედვით, ელავს ცისარტყელას ფერებში, დაორთქვლისას რამოდენიმე წამი ინარჩუნებს ორთქლს, მიკროსკოპში ნარინჯისფერს ასხივებს და გაცხელების შემთხვევაში ნახევარ წუთზე მეტი დრო სჭირდება გასაგრილებლად, მაშინ ___ ის დროა, გამყიდველს დაემშვიდობოთ და თქვენს საფულეში არსებული, "მწვანე ქაღალდის ბრილიანტები" უკეთესი შემთხვევისთვის გადაინახოთ! სასიამოვნო შენაძენს გისურვებთ! ინტერმედიელ ქალბატონებს ეს ბრილიანტები ჩემგან: ასე ლამაზად ____ დამიბერდით... 150 15-ს მოსწონს 1-ს არა |
და რამაც მომხიბლა კოჰინორი ნიშნავს სინათლის მთას.
აი ასეთი რამ უნდა აჩუქო ქალს :)))