x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან

მოდი ყველაფერი დავიწყოთ თავიდან,
მოდი დავივიწყოთ წყენა.
დავბრუნდეთ იმ წამში, რომელი წამიდან
გულში შემოვიდა ტკენა.
მოდი ყველაფერი დავიწყოთ სხვაგვარად
სხვაგვარი ცხოვრება დავიწყოთ მინდა.
შენცა გყავს, მეცა მყავს, ყველას ყავს ამ ქვეყნად
სალოცავი და წმინდა.
დამთავრდეს, დრო მიდის, ცხოვრება ილევა,
გვაკმაროს უფალმა დარდი.
ისედაც გავებით ცხოვრების მახეში,
ისედაც ბევრია ბარდი.
არაფერს მოველი, მეც არას გპირდები
არ გვინდა უაზრო რჩევა.
დამთავრდა წარსული, ეს წამიც ილევა,
იცვლება ეს ჩვენი ქცევა.
არ ვიცი დღეს ვინ ვართ, რომ ხვალის ვიცოდეთ,
დავგეგმოთ მზიანი დილა.
მე მცივა, შენ გცივა, ვიღაცა იწვება,
სადღაც კი საამოდ გრილა.
გრილა და გრილოდეს, ზოგს სითბო სწყურია,
თბილი საღამო და კერა.
დავბრუნდეთ იმ წამში, რომელი წამიდან
ვერავინ ვერ წაგვშლის, ვერა!
-მერ'ფი_
მერაბ (მერ


0
82
2-ს მოსწონს
ავტორი:merpi69
merpi69
82
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0