მანჩესტერ იუნაიტედი პორტუგალიელ ვინგერ ლუიშ ნანის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეელევა, - ირწმუნება ბრიტანული პრესა. Daily Mirror-ს მთავარ არგუმენტად მოჰყავს ის გარემოება, რომ ნანი მანჩესტერის 2013 წლის კალენდარში ვერ მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანისთან ახალ კონტრაქტის გაფორმება ხელფასის ოდენობის შეუთანხმებლობის გამო ვერ ხერხდება.