სხვა მსოფლიოს მერვე საოცრება 2012, 5 დეკემბერი, 14:23 თქვენთვის ცნობილია ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრება: ხეოფსის პირამიდა, ბაბილონის დაკიდული ბაღები, ეფესოს ტაძარი, ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში, ჰალიკარნასის მავზოლეუმი, როდოსის კოლოსი და ალექსანდრიის შუქურა.ეს შესანიშნავ შვიდეული გაფართოვდ და მას დაემატა - კაბადოკია.
რატომ უწოდეს მას მსოფლიოს მერვე საოცრებად?
კაბადოკიას მერვე საოცრებას იმიტომ უწოდებენ, რომ მთელს მსოფლიოში ძნელად თუ ნახავთ მიწას, რომელსაც ადამიანის გაოცება ასე ადვილად შეუძლია. ამ მიწის სახელი “კატ პადოკა” ძველ სპარსულად ლამაზი ცხენების ქვეყანას ნიშნავს და ალბათ ოდესღაც აქაურ სიმშვიდეს ლამაზი ცხენები კიდეც არღვევდნენ, მაგრამ თანდათანობით, საუკუნეების მანძილზე ეს მიწა ადამიანების საცხოვრისად იქცა და ადამიანებმა ეს უცნაური, მართლაც უჩვეულო მისტიკითა და იდულამებით სავე ქვეყანა შექმნეს. კაბადოკიის ისტორია რამდენიმე მილიონი წლის წინათ იწყება, როცა სამი ვულკანის ამოფრქვევამ ასი კილომეტრის რადიუსის ტერიტორიაზე ძალიან უცნაური ფორმების, მაგრამ ულამაზესი ლანდშაფტი წარმოშვა. თუმცა, წვიმისა და ეროზიის, ასევე სხვა ბუნებრივი მოვლენების გარდა ამ საოცრების შექმნაში მოგვიანებით ადამიანმაც მიიღო მონაწილეობა და კაბადოკია ბუნებისა და ადამიანის მიერ ერთობლივად შექმნილი, ალბათ ყველაზე ბრწყინვალე ჰარმონიაა დედამიწის ზურგზე. 1588 8-ს მოსწონს
|