კინო მარიო კასასი-ესპანელი "მაჩო" 2012, 5 დეკემბერი, 12:28 ![]() ალბათ უმრავლესობას გინახავთ ფილმი "ციდან სამ მეტრზე", რომელმაც გულგრილი არ დატოვა არცერთი ქალის გული. მარიო კასასი დაიბადა ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, 1986 წლის 12 ივნისს. ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდამ, თავისი კარიერა დაიწყო მოდელობით, მას იღებდნენ რეკლამებში. როდესაც მიხვდა, რომ მას კამერა მაგნიტივით იზიდავდა, დაამთავრა სამსახიობო სკოლა მადრიდში და გახდა მსახიობი. ![]() ![]() ![]() მიუხედავად ფულისა და პოპულარობისა, მარიო კასასი ყოველთვის რჩებოდა უბრალო ბიჭად, მკვეთრად გამოხატული ოჯახური ღირსებების დამცველად. მას არაერთხელ აღუნიშნავს ინტერვიუში, რომ მისთვის ოჯახი მთავარი იყო. ესპანელი "მაჩო" ოცნებობს შეხვდეს გოგონას, რომელიც მას სამ შვილს აჩუქებს და ოჯახურ ტრადიციებს პატივს სცემს. მას აქვს ექვსი სვირინგი-მამის, დედის, დის და ძმების სახელები აქვს ამოტვიფრული. მარიო კასას არ უყვარს თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა იგი არ მალავს ურთიერთობას მსახიობთან, რომელთანაც ერთადაც მონაწილეობს ფილმში "ციდან სამ მეტრზე 1", მარია ვალვერდთან. ![]() ![]() და მოკლედ, მარიო კასასი სწორედ ისეთი პიროვნებაა, რომელიც ნებისმიერი გოგონას ოცნება შეიძლება გახდეს. 729 6-ს მოსწონს
|