საზოგადოება ქეით მიდლტონი ორსულადაა 2012, 4 დეკემბერი, 21:05 კემბრიჯის ჰეცოგინია ქეით მიდლტონი ორსულადაა და დიდ ბრიტანეთში მემკვიდრის დაბადებას ელიან. მისი ორსულობის შესახებ ბევრისთვის სასიხარულო ინფორმაცია 3 დეკემბერს გავრცელდა, მაგრამ 30 წლის ქეითის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ისე სასიხარულოა. ის ამჟამად კემბრიჯის საავადმყოფოში იმყოფება ძლიერი ტოქსიკოზის გამო. როგორც ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, ქეითი საავადმყოფოში მას შემდეგ მოათავსეს, რაც ძლიერი გულის რევა დაიწყო და მკვეთრად დაიკლო წონაში. 70 2-ს მოსწონს
|