x
image
L.C.
ტესტი - ლაქებით შექმნილი ნახატები თქვენს ფსიქოლოგიურ პორტრეტს გიჩვენებთ
ყველას გინახავთ მსგავსი ტესტები ფილმებში, თუმცა ალბათ საკუთარ თავზე არ გამოგიცდიათ.კარგად დააკვირდით სურათებს და იმის მიხედვით, თუ რას ხედავთ მათზე გაიგეთ მეტი თქვენი ფსიქიკის შესახებ.მაშ ასე:

image

1.ხედავთ თუ არა ადამიანებს?

ზოგიერთი პიროვნება საერთოდ ვერ ხედავს ამ ნახატებზე ადამიანებს, ფსიქოლოგი კი ამით აკეთებს დასკვნას, რომ იგი ვერ აწყობს ურთიერთობებს სხვებთან, რის გამოც ჩაკეტილი და მარტოსულია, ხოლო ისინი ვინც ხედავენ მათზე ადამიანებს, კომფორტულად ერგებიან ნებისმიერ საზოგადოებას და კარგად ეწყობიან სხვებს.


2.მოძრაობენ თუ არა ფიგურები?

ხშირად ადამიანები ფიგურებს მოძრაობაში ხედავენ(მაგალითად, გოგონები ცეკვავენ, კიბორჩხალა მიცოცავს...), რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პიროვნება მუდმივად განვითარებისკენ მიიწევს, ხოლო ისინი ვისთვისაც სურათზე არანაირი მოძრაობა არაა ასახული, რაღაც მძიმე არჩევანის წინაშე დგანან, ან საერთოდ არ არიან მზად წინსვლისათვის.

3.დაცულია თუ არა სიმეტრია?

თუ ადამიანისთვის სურათებზე არსებული ფიგურები სიმეტრიულია, მაშინ ის ადეკვატურად რეაგირებს ყველაფერზე

და რეალურად აღიქვამს სიტუაციას, შეუძლია საკუთარი თავის კონტროლი და თვითკრიტიკა.

4.სულიერია საგნები თუ უსულო?

ისინი, ვინც ხედავენ უსულო საგნებს-რაიმე სახის კონსტრუქციებს და ასე შემდეგ, ძალიან უემოციოები არიან.მათ რიცხვში ძირითადად შედიან ადამიანები, რომლებიც ინტელიგენტის ნიღბის ქვეშ მალავენ და ყველანაირად ახშობენ საკუთარ განცდებს.ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგები სპეციალისტთან სიარულს ურჩევენ, რათა განცდების გამოხატვა ისწავლონ.

5.მნიშვნელობა აქვს თუ არა დროს?

ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ამ სურათების აღქმა დამოკიდებულია მის განწყობაზე მოცემულ მომენტში - თუ ის ცუდ ხასიათზეა, მხოლოდ დამთრგუნველ ნახატებს დაინახავს, თუ კარგზე - მისთვის ყველგან მფრინავი პეპლები იქნება.ასეთ ადამიანს ეშინია საკუთარ თავს სიმართლეში გამოუტყდეს, რადგან ფსიქიკა ყოველთვის ობიექტურ პასუხებს იძლევა, რაზეც დრო გავლენას ვერ ახდენს.

6.ავადმყოფი თუ გენიოსი?

თუ თქვენი პასუხები რადიკალურად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტებისგან, რომლებიც ათასობით ადამიანის მიერაა დადასტურებული, მაშინ ფსიქოლოგი იფიქრებს, რომ მის წინაშე ან ფსიქიკურად მოშლილი ადამიანია, რომელსაც მკურნალობა სჭირდება, ან გენიოსი.

15
2149
10-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
2149
  
2017, 21 ივნისი, 8:56
მემგონი სანახევროთ გენიოსი ვარ :))))))
2017, 21 ივნისი, 8:54
პირველ და მესამე გამოსახულებაზე დავინახე ფილტვების და საშილოსნოს გამოსახულება, მეორე სურათზე პეპელა და ბათინკები და ეს რას უნდა ნიშნავდეს???
2015, 4 აპრილი, 16:24
ეს ნახატები როშეკს აქვს თავის ნიღაბზე :) :) :)
2013, 4 მაისი, 11:09
ვაიმეე ეგ ხო ყველაფერი რიგზეა მაგრამ-მეორე სურათი არ მოძრაობსსს..მერხევა მგონიიიი.....
2013, 9 მარტი, 12:53
1,რენტგენში გაშუქებული ადამინს სხეულის ნაწილი,უფრო გულ-მკერდი.2. ძაღლები და თან პუდელები ერთმანეთი
ს პირისპირ სხედან.3.ზვიგენი და დიდი პირი აქვს ღია. და უკაცრავად მერხევა?
2013, 23 იანვარი, 20:30
პირველსჰი რაგააც ხელგაშლილ ადამიანსს:დ მორიელსს:დ მეორეშიი 2 გოგოს რომელსაც ფუშფუშელაა კაბები აცვიათ და მესამეში კიდე:დ ადმიაანისს პატარა სახეს და ამოტრიალებულ დათუუნიას:)) ხო და 2 მოძრაობსს და ერთი არაა:D:D: ბოლომდე მაინც ვერაა რაა:D:D:D აან ძალიაან გიჟი ვაარ:D:D აან კიდე აარ ვიციი:დ
2013, 14 იანვარი, 16:01
სამივე სურათში ცხოველებს ვხედავ. ძაღლებს, კატებს, თახვი და ავაზაც ვნახე:D:D
2012, 17 დეკემბერი, 16:45
1. კარატისტი შპაკატში. 2. პუდელები ზასაობენ. 3. თევზის თავი. :) მემგონი გიჟი ვარ ;)
2012, 4 დეკემბერი, 18:36
მაგარია,რადკალურად განსხვავებული ვერსიებია
2012, 4 დეკემბერი, 18:34
მართლა? მე კიდე რაღაც ტარაკანს უფრო მაგონებს:D:D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10