თბილისში კრიმინალური ჯგუფი დააკავეს.
გლდანი-ნაძალადევის რაიონის მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფება, რომლებსაც 21 სავაჭრო ობიექტის ქურდობა-ძარცვაში ედებათ ბრალი.2012 წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეში მათ გაქურდეს 15 "ნუგეშის" ჯიხური, 2 საცხობი, აგრეთვე "კოდას" და "შირაქის ეკო პროდუქტების" ობიექტები.დაკავებულები არიან 1995 წელს დაბადებული ნიკა გ. და 1993 წელს დაბადებული ნუგზარ ს.მათ ბრალი სსკ-ის 177 -ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით წარედგინებათ, დაკავებულებმა დანაშაული აღიარეს.