x
image
გიორგი ივერიელი
“ღვინო, დუდუკი, ქალები… რაზე წერდა ლექსებს შაჰ აბას I ?! “.

image
შეიძლება ბევრმა არ იცის, მაგრამ ქართველთათვის ავადსახსენებელი ირანის მრისხანე მბრძანებელი შაჰ აბას I ”დიდი” ლექსებს წერდა, რაც ყველაზე აღსაღნიშნავია დარდიმანდულ-სატრფიალო ჟანრის ლექსებს . აქვე წარმოგიდგენთ შაჰ აბას I -ის პოეზიის ორიოდე ნიმუშს:


”წაიღო შენმა სიყვარულმა გული და სული
გავხსენი მკერდი, სასიკვდილოდ ვარ განწირული.
არც რაობა ვარ, არც ვეკუთვნი არარაობას,
არც მორწმუნე ვარ, არც ურწმუნო, ვარ დატანჯული.
თუ ურწმუნო ვარ, ანაფორა სად არის ჩემი,
და თუ მორწმუნე _ ნეტავ ჩემი რა იქნა რჯული?
არა, არც ერთი აღარა ვარ, განვუდექ ყოველს,
მომედო ცეცხლი სიყვარულის, ვარ კერპთმსახური.
რამდენი დღეა, დავრდომილი დავდივარ ასე,
რამდენი დღეა, მოთმინება მაქვს დაკარგული.
აბას, წაიღო შენი სული ქარცეცხლმა ტრფობის,
წამებას შენსას აღარ უჩანს აწ დასასრული”.


* * *
” ჩვენში ღვინო ვინა სვას, ჩვენში სისხლის სმა არის,
ჩვენში სიტყვა ვინა თქვას, ჩვენში სიტყვა ქვა არის.
ვიღას უნდა მუტრიბის ახლა ბაიათები,
უტკბილესი ჰანგები ახლა თოფის ხმა არის”.

4
1591
6-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ივერიელი
გიორგი ივერიელი
1591
  
2014, 18 მარტი, 2:22
პოსტი დაწერილია ენციკლოპედიური ნაშრომის - აღმოსავლური არმაღანის მიხედვით.
2014, 2 მარტი, 15:39
ჩემო გიორგი. ეს არ არის შაჰ აბას 1 მიერ დაწერილი ლექსი.ეს ლექსი ეკუთვნის გენიალურ ირანელ პოეტს,რომელსაც პირად ცხოვრებაშიც დიდი გაურკვევლობა ჰქონდა,ვერ გაეგო ვინ იყო რა იყო და საერთოდ ქალი იყო თუ კაცი....ეს ძალიან დიდი თემაა
2012, 5 დეკემბერი, 21:29
შეიძლება ვიღაცამ გამლანძღოს ამის გამო, მაგრამ არც ისე ცუდი ლექსები ჰქონია ... ლექსები ეწერა იმ უპატრონოს ნამდვილად სჯობდა
2012, 4 დეკემბერი, 10:01
მაგარაია, და შაჰ აბასიც მაგარი იყო თავისი ერისთვის!!!! ჩვენ ვიკითხოთ მართლა დუდუკის მეტი რო არაფერი გვახსოვს!!!
0 1 4