საზოგადოება იზაბელ ჟეფრუა: ,,მე ვმღერივარ იმაზე,რასაც ვხედავ''. 2012, 3 დეკემბერი, 13:43 იზაბელ ჟეფრუა:ფრანგი მომღერალი.დაიბადა 1 მაისს 1980 წელს ქალაქ ტურში.მღერის ფსევდონიმით ZAZ.მისი შემოქმედება სხვადასხვა ჟანრის მუსიკით არის გაცოცხლებული.ის იყენებს შანსონს, საესტრადო სიმღერას, ფოლკს, ჯაზს, აკუსტიკურ მუსიკას.მისი არატიპიური ხმა აღაფრთოვანებს მსმენელს, ხოლო მისი გარეგნობა იმდენად საინტერესოა, რამდენადაც მისი შემოქმედება. იზაბელი 5 წლიდან 11 წლამდე მუსიკალურ სკოლაში სწავლობდა.მან შეისწავლა სოლფეჯიო, ვიოლინო, ფორტეპიანო, გიტარა.1994 წელს ის საცხოვრებლად გადადის ქალაქ ბორდოში დედასთან ერთად.ერთი წლის განმავლობაში ის ეუფლებოდა კუნ ფუს.15 წლის ასაკში საცხოვრებლად თავის დასთან გადავიდა. იზაბელი მაინც და მაინც კარგი მოსწავლე არ გამოდგა.ის ერთხელ ჩატოვეს კიდეც კლასში.შემდეგ კი სკოლას თავი დაანება და მთლიანად მუსიკალურ ცხოვრებაზე გადაერთო. 2001 წელს იზაბელი გამოდის ბლუზ ჯგუფში fifty Fingers, ასევე მღერის ჯაზის კვინტეტში.2002 წელს მან შეცვალა ჯგუფ Don diegos სოლისტი.ეს ჯგუფი ასრულებდა ლათინურ როკს.ის ჯგუფის ხელმძღვანელთან დონ დიეგოსთან დადებს შეთანხმებას თავის ფსევდონიმთან დაკავშირებით. მომღერლის თქმით, მისი ფსევდონიმი Zaz ხაზს უსვამს მის განსხვავებულ სტილს, ყველა ჯანრს და მიმართულებას A-დან Z-მდე და პირიქით Z- დან A-მდე.ეს ჯგუფი ასრულებს ფრანგულ და ესპანურ სიმღერებს ნარევი სახით... იზაბელის სიმღერა “Je Veux'' “მე მინდა'' მისი წარმატების სიმბოლოა.მისი განსხვავებული ტემბრი და მანერები აუცილებლად მიგიზიდავთ და თქვენში დარჩება. რომ იცოდეთ მის ხმას პიაფის ხმასაც ადარებენ. P.S. “იზაბელი'' ნიშნავს:“იქ სადაც ცხოვრობს ღმერთი'' 121 6-ს მოსწონს
|