x
image
მატასი
სიყალბის მორევში. შენ ცდები
image

დღეს ისევ ჩავჯექი ყვითელ ავტობუსში და ნოლთეთრიანი ბილეთიც ავიღე, არ იდარდო, არასდროს გათავდება თეთრი, სწორი ქაღალდი და ჩვენც ყოველთვის გვეყოფა, მოვახიოთ და ჩვენს პოტენციურ მტერს, ყვითელ საბრძოლო ფორმაში ჩატეულ კონტროლირებს ნიშნის მოგებით ვუჩვენოთ. პირველი ბილეთის აღების შემდეგ, მონდომებით ვეცდებით დარჩენილ საათნნახევარში რაც შეიძლება მეტი ავტობუსითა თუ მეტროთი ვიმგზავროთ და გამოვაცემინოთ ხმა საკასო აპარატებს.

ავტობუსის წინა სკამზე დამჯდარი ჩემი სხეული გაყინულ ხელებს ვერ ათბობს, ჩემი სული კი ჩამტვერილი ფანჯრიდან დანახულ ქალაქის პეიზაჟებს მიჰყვება ავტობუსის სიჩქარით, თავისი ტორმუზებითა და გაჩერებებით.

საფიქრალიც აღარ დარჩენია სულს, მისი მოვალეობა არღარაა. მივედინებით შავი ქალაქის შან მორევში, შავი კურტკებითა და პალტოებით მოსილნი მეები, მეები, რომლებიც სხვათა ცუდი ან უკეთესი იმიტაციები ვართ. მეები, რომლებიც ვცდილობთ ვიცხოვროთ ისე, როგორც სხვები და სხვები, რომლებსაც უნდათ მეებივით იცხოვრონ.


შეჭამე თუ რამ გაქვს საკუთარი, მოინელე და საზოგადოებრივ ''მეს'' შესწირე მსხვერპლად. იყავი ის რაც ხარ. შენ სხვათა კრებული ხარ. დაბადებისასაც კი ისე იქცეოდი, როგორც სხვები, ტიროდი, აბა მომავალში ხომ მთლად აითვისებ ყველაფერს. ივლი ''კალიასკით'', შემდეგ ბაღში ივლი, სათამაშოები, ზღაპრები, მულტფილმები და ტკბილეული გეყვარება, გატაცებით მორთავ ნაძვის ხეს და ეჭვიც არ შეგეპარება რამოდენიმე წელი, რომ სანტა კლაუსი არსებობს და საგულდაგულოდ არჩევს საჩუქარს შენ რომ გასიამოვნოს, თუ ცუდი ბავშვი იქნები ან მშობლებს გააბრაზებ, გეცოდინება, რომ განაწყენებული სანტა საჩუქრის ნაცვლად თითს დაგიქნევს და საქვეყნოდ შეგარცხვენს ყველას წინაშე. შენც წესებს ემორჩილები, წესებს მერეც კი ემორჩილები, როცა უკვე ურეაქციოდ მიიღებ იმას, რომ საახალწლო ზღაპარი უფროსების მოგონილია, უბრალოდ წესები იცვლება დროთა განმავლობაში. სკოლაში წასვლის დრო მოვიდა, თავიდან ის შენი საყვარელი ადგილია და მთელი მონდომებით ცდილობ საუკეთესო მოსწავლე იყო, შენი ლამაზი ნაწერი დაფაზე გამოფინონ, როგორც კალიგრაფიის ნიმუში, წლის ბოლოს კი შენი სურათი, რამდენიმე წელში პიჟონის სიფათიან ბავშვს რომ აღმოაჩენ შიგნით სანიმუშო მოსწავლეთა კედელზე გამოაკრან. წესებს აქ მასწავლებლები ადგენენ, ცოტა ხანში ისინი უკვე იმიტომ არსებობენ რომ დაარღვიო. რაც შეიძლება მეტი ითაღლითო და მეტი წინააღმდეგობა გაუწიო სისტემას, რომელიც ''განათლებს''. აი დრო მოვიდა და უკვე სექსზე ფიქრიც დაიწყე, 15 წლის ხარ და თავი იმხელა გგონია ოჯახის შექმნაზეც კი ფიქრობ. დაუღალავად ზასაობ უბნის სკვერში ან უბრალოდ ფიქრობ ამაზე.ასევე ფიქრობ გარისკო თუ არა ენის გამოყენება ამ დროს. 17 წლის ხარ და განათლების სამინისტრო საშუალებას აღარ გაძლევს იფიქრო სექსთან დაკავშირებულ ამბებზე. სტუდენტი უნდა გახდე და 4 წელი მინიმუმ ბედნიერი სტუდენტური წლები გაატარო.

თქვენ როგორ გგონიათ გაგრძელება როგორია ამ ყველაფრის, ხო, კარგად იცით.

ყოველთვის ეცდებით აყვეთ მოდას, ოცნების მაიკა იქნება ის თქვენთვის თუ შავი ტყავის კურტკა, თუმცა ეს უკანასკნელი უფრო ღრმა სოციალური ფენომენია. არ ჩამორჩები სხვებს და შენც გექნება უგები, განავლის საჭყლეტს რომ გავს არც კი გაიფიქრებ ამაზე. მეტალით გაფორმებულ ფეხსაცმელსაც იყიდი ან ბოლო ბოლო თვითონ მიაწებებ მეტალებს.

თუ ბიჭი ხარ, ან ცისფერებზე იღადავებ ან ცისფერი იქნები. თუ გოგო ხარ ან სიმპატიური ბიჭები მოგეწონება ან მდიდრები და თუ რომელიმე მათგანს მოეწონე, სიხარულით ცას ეწევი და ჩათვლი რომ გაგიმართლა. დაიწყებ მასზე ფიქრს, როგორც მომავალ ქმარზე და იქნებ ამასაც მიაღწიო, შემდეგ უკვე განაღდებული გაქვს ცხოვრება.

აღარც სიბერეზე ფიქრი შეგაშინებს, მაგრამ შენს სახეზე ნაოჭები გაჩნდება და მათთან ერთად ბოღმა და შური შენს გულში, ახლა შვილებზე გადაიტან მთელს ყურადღებას და ყველანაირად ეცდები მათი ცხოვრებაც შენსას დაამსგავსო, რაც შენ ვერ გააკეთე მათ გააკეთებინო, რათა ბაედნიერები იყვნენ, შვილები არ მოგინელებია და უკვე შვილიშვილებს ეპოტინები, მათაც იშენებ, ყველას გინდა დაუმტკიცო რომ შენ ჯერ კიდევ შეგიძლია, ქორწინების შემდეგ ხომ შენი ძირითადი მიზანი ჯერ შვილების ცხოვრების მართვაა, შემდეგ კი შვილიშვილების დამსგავსება, თუ ქმართან ჩხუბს, საჭმლის კეთებას, ვალდებულებად ქცეულ სექსს, უთოს, სარეცხი მანქანას, მეზობლებზე ჭორაობასა და ეკლესიაში სიარულს არ ჩავთვლით.

ამ ყველაფრის შემდეგ შენ კიდევ იტყვი რომ მე ხარ და სხვებისგან განსხვავდები.

0
46
11-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
46
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0