x
image
ლიკა ხუბუა
რაღაც დღეები
............



24.09.2011.






ვხედავ პატარა გოგონას.ქუჩის ბოლოში დგას.ირგვლივ არაფერია.მხოლოდ სიჩუმე.ეძახის არავის.დუმს...ბუნებაც თითქოს მისნაირია...დარდიანი...მდუმარე.მის ხელშია სამყარო, რომელიც არ მოსწონს.ერთი ქარბუქი საკმარისია, რომ შეიცვალოს არეული ფიქრები, გადააადგილდეს სიტუაციები.საკმარისია ამოვიდეს შემოდგომის მზე და გათბება სამყარო, რომელიც ბნელმა მოიცვა.ერთი წამი საკმარისია, რომ დაირღვეს დუმილი, გაქრეს დარდი და სამყაროს შესძინოს უშფოთველობა, მაგრამ ზოგჯერ ქარბუქი დიდხანს გრძელდება.უსასრულობა კი ზედმეტად ცვლის გარემოებებს, გარდაქმნის გრძნობებს და არ სრულდება მოლოდინი, რომ მოვა და დაგამშვიდებს ვინმე...


ქუჩის ბოლოს პატარა გოგონა დგას.ხელში ფერადი ქაღალდები უჭირავს და ელოდება ქარბუქს, რომელიც დიდხანს არ გაგრძელდება.ის მოუტანს მას წარმატებებს, ფერად ღიმილებს და მისცემს ბიძგს, რომ პატარა დარდი დიდ სიხარულად გარდაქმნას...ან დიდი დარდი პატარა სიხარულად...

სიმშვიდეა გარეთ.დიდი სიმშვიდე.თვითონ სამყარო კი ქაოსმა მოიცვა.ის ზოგჯერ ჩანს, ზოგჯერ უხილავია...

ალბათ ქარბუქი ახლოვდება...


06.10.2011.


მარტო სიარული ვერ ვისწავლე.ჩემთან ერთად დადიან ფიქრები, უსირცხვილო მოგონებებიც.ჩემთან ერთად დადიან წარსული დღეები, ცანცარა წამები.ჯერჯერობით კვალი დარჩა მსუბუქი წამების.ჩემთან ერთად დადიან ციმციმა თვალები.დაუვიწყარი, ბრწყინვალე, როგორც ის ვარსკვლავები.ჩემთან ერთად დადიან ხმაურიან ქუჩებში, აუდიტორიებში, სადაც მე მინდა ვიყო მარტო, როცა მინდა ვწერო გადარჩენისთვის...რომ გადავრჩე, როგორც პიროვნება, როგორც პატარა ადამიანი, რომელსაც პატარაზე ოდნავ მეტი ამბიციები აქვს...

მინდა დავრჩე მარტო, როცა ვკითხულობ, როცა ვწერ ან ვფიქრობ მომავალზე.ისინი კი სულ თან დამყვებიან...უხილავი აჩრდილები...ჩამჩიჩინებენ ჩემთვის გაუგებარ ენაზე...

მივდივარ მერე გაბრაზებული...

რაღაც გამომრჩა...

რაღაც დამავიწყდა...

რაღაცამ გამფანტა...დამშალა ნაწილებად...

მერე კი ვეძებ ჩემს ნაწილებს...ასე გრძელდება უსასრულოდ...

დრო კი გადის...


06.04.2012.


როცა მარტოობაა შენგან ყველა გარბის...ვინ იცის რატომ...იქნებ არც იციან, რომ ვარ მარტო...

ყოველდღე ვიგონებ რამოდენიმე აპრილს.მერე მივყვები.ვითვლი და ვშლი, რომ აღარ მოვიგონო.ველოდები მომავალ აპრილს...იქნებ გამოჩნდეს ყვითელი ფერებით მორთული მზე, რომ ბოლოს და ბოლოს გავთბე...

ეს დღეებიც ხომ ცარიელ პარკებს დამსგავსებია.ხან იქ მივკუჭავ, ხანაც მოვისვრი.არასასურველ ნივთივით ვაქრობ.ჩაიფერფლება დებიუტანტი სიგარეტებიც.მე არ ვეწევი...ბოლი კი მოსავს აზრებს უაზროდ...ვინ რას გამიგებს..ვიჭერ მომენტებს, მერე კი ვაქრობ...

მაინც რა არის ეს მარტოობა?

ონკანი ფეთქავს.ქარი ზუზუნებს.მზე კი შორიდან ღიმილებს მესვრის...კანფეტებიც კი ღიმილებივით შემომყურებენ...

არაფერი მესმის...

მძივებს ვათამაშებ...ერთი, ორი...ვითვლი...

რა მენაღვლება, ვიქნები მარტოც...

ჩემი ოთახიც სიცარიელეს ხანდახან აქრობს...


18.09.2012.


მინდა გადავარჩინო ჩემი ოცნებები...

შენი სურნელებით სუნთქვა გამიხშირდეს,

როგორ შეიძლება უშენობა ასე არ მიჭირდეს...

ნუთუ რაც არ არის იმას ვიგონებ?

თავი გავიგიჟე?

მეუბნებიან

რატომ ტირიხარ?

რატომ იცინი?

რატომ იბნევი?

რატომ მიჰყევი?

რატომ არ ჩერდები?

რომ ნადგურდები ნუთუ ვერ ხვდები?

მეუბნებიან და ყველა მართალია.მე კი სიმართლისთვის ახლა არ მცალია...

ან რა?სიმართლეა?

ჩემი სიმართლე მისი თვალებია.ასე არასოდეს, არვინ მყვარებია...

ჩემო უცნაურო, ხელში მაქვს წამლების გროვა.იქნებ დამელია?

აქ ახლა არავინ მოვა...

არც იქ არ მელიან?

მერე კი ისევ შენი თვალების სიმართლე მახსოვს...

სამწუხაროა...სამწუხაროა გარეთ, რომ არ თოვს...

თოვლი რად მინდა?

უბრალოდ მომენატრა თეთრი...


10
42
8-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
42
  
2012, 14 დეკემბერი, 21:59
ალბათ....
2012, 14 დეკემბერი, 21:58
ხო არაა?სამაგიეროდ საინტერესოაა
2012, 14 დეკემბერი, 21:54
რტული ყოფილა...ჩემს ჩანაფიქრებზე ნუ იფიქრებ...დაიღლები:))
2012, 14 დეკემბერი, 21:48
როგორ არა, უბრალოდ დაფიქრება უნდა მერე დაფიქრებულის ჩაფიქრება და მერე შენი ჩანაფიქრის გაფიქრება კიდე
2012, 14 დეკემბერი, 21:46
რაღაც არ მოგწონს:)))ეს ამეები:))
2012, 14 დეკემბერი, 21:36
კი, აშკარად:DDD
2012, 14 დეკემბერი, 16:34
რაღაც.....
2012, 14 დეკემბერი, 14:53
არის რაღაც ამეებში ჭეშმარიტების გაღვივებული მარცვლები:DDD
2012, 3 დეკემბერი, 12:02
მთლად სამუდამოდ ვერ ვაქრობ,მაგრამ...:)))
2012, 2 დეკემბერი, 22:24
ვინ რას გამიგებს..ვიჭერ მომენტებს, მერე კი ვაქრობ... გენიალურიაააა! უბრალოდ მე ვერ ვაქრობ არ მშორდებიან :)))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10