შემოსავლების სამსახური 3 დეკემბრიდან საგადასახადო ადმინისტრირების გასაძლიერებლად საკონტროლო შესყიდვებს ააქტიურებს.შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ფსევდო-მომხმარებლების როლს მოირგებენ და მეწარმეების მიერ სალარო აპარატების მუშაობას გააკონტროლებენ.
კონტროლის მექანიზმები წინასაარჩევნო პერიოდში შეჩერებული იყო, თუმცა, სამართლებრივი სამმართველოს უფროსის განცხადებით, პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.