საქართველო ვარ მე ლევან მაისურაძე?! 2012, 2 დეკემბერი, 10:17 „ვარ მე ლევან მაისურაძე?!“-ასე შეუბრუნა კითხვა დაკითხვიდან გამოსულმა ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა ჟურნალისტებს, რომელთაც აინტერესებდათ თუ საიდან გაჩნდა პასპორტი, რომლის ფოტოზეც ვანო მერაბიშვილი იყო, ხოლო პიროვნება-ლევან მაისურაძე. როგორც იცით ბატონი მერაბიშვილი, გუშინ იმყოფებოდა დაკითხვაზე, სადაც იგი ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. დაკითხვა მიმდინარეობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ძველ შენობაში, ორთაჭალაში. დაკითხვიდან გამოსულმა მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ იგი დაკითხვაზე პირველად იმყოფებოდა და მზად იყო ყველანაირ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მან ასევე მიმართა საქართველოს ამჟამინდელ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილს და მის პარტიას, რომ დაჭერებით და დაკითხვებით მას და მის გუნდს ვერ შეაშინებენ და ისინი კვლავ გააგრძელებენ ბრძოლას საქართველოს კეთილდღეობისთვის. 1042 10-ს მოსწონს
|