x
image
Anni
ევროვიზია ჯუნიორზე ისევ წარმატებით ვიასპარეზეთ
image
სულ ცოტახნის წინ დასრულდა ევროვიზია ჯუნიორის კონკურსი, სადაც საქართველოს წარადგენდა ჯგუფი "Fun Kids" სიმღერით"Funky lemonade", შეიძლება ბევრს ეჭვი ეპარებოდა ამ სიმღერით წარმატების მიღწევაში, მაგრამ ფაქტია, რომ მეორე ადგილი მოვიპოვეთ, რაც ცუდი ნამდვილად არ არის.აღსანიშნავია, რომ ევროვიზიის ჟიურიმ საქართველოს 12 ქულა მიანიჭა, რაც მე ვფიქრობ ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება იყო.საქართველომ 12 ქულა სომხეთს დაუწერა, ხოლო 10 უკრაინას.

პირველი ადგილი დაიკავა უკრაინამ, პატარა Anastasiya Petryk-მა სიმღერით "Nevo", ჩემთვის გასაოცარი იყო ამ ბავშვის ნიჭი არამარტო სიმღერის, არამედ მსახიობური ნიჭიც.

image

მესამე ადგილზე კი გავიდა რუსეთი სიმღერით "sensation".


საქართველო ყოველთვის წარმატებას აღწევს Eurovisia Junior-ზე( 2ჯერ ვიყავით გამარჯვებული, პირველი გამარჯვება ჯგუფმა "ბზიკებმა" მოგვიტანა, მეორე კი- ჯგუფმა Candy) და კარგი იქნება თუ არამარტო ბავშვების ევროვიზიაზე მოხდება ეს. იმედი მაქვს შემდეგი ევროვიზიის კონკურსის გამარჯვებული ჩვენ ვიქნებით.

2
58
6-ს მოსწონს
ავტორი:Anni
Anni
58
  
2012, 2 დეკემბერი, 23:54
შესწორება აღარ შეიძლება ((
2012, 2 დეკემბერი, 2:28
მესამეზე სომხეთი გავიდა... არ დაგიბლოკონ გაასწორე
0 1 2