იცით ერთი ცუდი თვისება მაქვს, ნუ ასე სხვები ფიქრობენ, მე კი ამ თვისების გარეშე ჩემი ცხოვრება ვერ წარმომიდგენია, ხალხის აზრი ჩემს მიმართ ფეხებზე მკიდია, თუ ისეთი ვიქნები როგორიც მათ
უნდა რომ ვიყო, იმ თოვლის ფიფქს დავემსგავსები, რომელიც როგორც კი დედამიწაზე დაეშვება მაშინვე გაქრება, გაუფერულდება და უსასრულობის წყვდიადს შეერევა, ყველას დაავიწყდება თითქოს არც კი არსებობდა, თუ ისეთი არ ვიქნები როგორიც უნდა რომ მათ ვიყო, ანუ განსხვავებული, ცხოვრებაზე შეყვარებული და ამავდროულად მეამბოხე, ქაოსში ჩაძირული და ამავდროულად საშინლად მშვიდი, მაშინ უარმყოფენ, შემრაცხავენ გიჟათ .... მირჩევნია მქონდეს ეს ცუდი თვისება, ილაპარაკონ ჩემზე ეს ხომ სრულებით არ მაწუხებს უბრალო სიტყვებად რჩება, სამაგიეროდ ისინი ადრე თუ გვიან ხომ დაიღლებიან, ეს ხომ იმას ნიშნავს რომ იმ ერთფეროვანი ბრბოსგან განვსხვავდები, რომლებიც ჩემზე საუბრობენ და იცით ვფიქრობ ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხშირად სურთ მომბაძონ, რაღაც განსხვავებული აღმოაჩინონ საკუთარ თავში, მაგრამ ჩემგან განსხვავებით ისინი ამ განსხვავებულობას ''MYSELF'' _ში კლავენ და მიაძინებენ ..... ეს ჩემი უფლება ვიყო განსხვავებული ! მე მინდა ვიყო გიჟი თუ ეს იმ ერთფეროვანი ბრბოსგან განმასხვავებს ....
რას ფიქრობთ, თქვენ როგორები ხართ?
მე თუ ვიქნები ისეთი როგორიც ყველა, მაშ ვინ იქნება ისეთი როგორიც მე ვარ....