- "მინდა განვუცხადო ივანიშვილს და მის პარტიას, რომ ჩვენს გუნდს, მუქარით, შანტაჟითა და დაშინებით ვერ შეგვაშინებს და ხელს ვერ აგვაღებინებს, რომ საქართველოსთვის ვიბრძოლოთ. ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ და არ შევდრკებით. მე მზად ვარ მივიდე ყველგან, პასუხი გავცე ნებიესმიერ კითხვას და საქართველოსთვის ბრძოლა გავაგრძელო, " - ასეთი იყო ბატონი ვანოს განცხადება, როდესაც დაკითხვაზე დაიბარეს.