სხვა ინტერმედიელებო საახალწლო წვეულებაზე რა აზრის ხართ? 2012, 1 დეკემბერი, 15:06 მართალია ახალ წელზე ფიქრი ჯერ ცოტა ადრეა, მაგრამ ასეთი რამეები წინასწარ უნდა დაგეგმო, ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს, როგორ ფიქრობთ, დირექცია აიღებს ინიციატივას, რომ საიტის ავტორებისთვის საახალწლო წვეულება მოეწყოს?ვგულისხმობ ორგანიზატორობა რომ გაუწიონ ყველაფერს, ალაფურშეტი მშვენიერი იქნება.დიდად იმედი არ მაქვს, მაგრამ საერთო ინიციატივა თუ იქნება იქნებ მიგვეწოდებინა იდეა, ავტორებიც უფრო უკეთ გავიცნობდით ერთმანეთს და საიტის პრესტიჟიცაა მე თუ მკითხავთ, თუნდაც ფასიანი იყოს მოსაწვევები (არ მგონია წვეულების ხარჯები თავის თავზე აიღონ), მაინც რაღაც სხვა ხალისი იქნება, თქვენ რას ფიქრობთ? 59 13-ს მოსწონს
|