სხვა გემოვნება უკეთ გაგაცნობთ საკუთარ თავს 2012, 13 აპრილი, 17:24 შეარჩიეთ ის პროდუქტები, რომლებიც ყველაზე მეტად მოგწონთ და შეიტყვეთ ბევრი საინტერესო რამ თქვენს შესახებ: ვაშლი - შრომისმოყვარე და ტრადიციების მიმდევარი ბრძანდებით. ხენდრო - ნატიფი გემოვნება გაქვთ და გიყვართ ლამაზი ნივთები. მარწყვი - ფსიქოანალიტიკოსებისთვის ნამდვილი განძი ხართ. თქვენს თანამოსაუბრეს ძალიან ადვილად უხსნით გულს. სალათები - ჩინებული მუსიკალური სმენა უნდა გქონდეთ. პრასი - კარგად განვითარებული და ლოგიკური აზროვნების მქონე ინტელექტუალი ხართ. სტაფილო და ისპანახი - ხშირად გერევათ მელანქოლია. პომიდორი - ოჯახი თქვენი ცხოვრების აზრია. ბადრიჯანი და ტკბილი წიწაკა - მიზანდასახულობა თქვენი ხასიათის მთავარი თვისებაა. კომბოსტო - კამათში დამთმობი ხართ, სამაგიეროდ ისეთი ხელმომჭირნეც, რომ თქვენზე ისიც ითქმის ძუნწიაო. კარტოფილი - გაწონასწორებულობა და შემწყნარებლობა თქვენი დიდი ღირსებებია. ჭარხალი - პრინციპული ადამიანი ხართ. გადაწყვეტილების მიღებისას - მტკიცე და შეუვალი. სასუსნავები - რომანტიკოსი ხართ. თავგანწირვა თქვენთვის უცხო არ არის. მჟავე მოგინდათ? ყურადღებით იყავით, თქვენს სულში ეგოიზმმა გაიღვიძა. მარილიანი კერძები გიყვართ? ამაყი ყოფილხართ. თუ წვნიანი კერძი ან რძე მოგინდათ - როგორც ჩანს, თავს მარტოსულად გრძნობთ. თუ ყველას მშრალი და ცივი კერძები გირჩევნიათ - ეტყობა, მღელვარებასა და შფოთვას თავს ვერ აღწევთ. 87 2-ს მოსწონს
|