საზოგადოება მამა ფილიპეს რეკომენდაცია ჟურნალისტებს 2012, 29 ნოემბერი, 12:22 დღეს ჩვენს ირგვლივ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ადამიანები გულგრილნი გახდნენ სხვადასხვა უარყოფითი ამბების მიმართ. მათი გონება შეეჩვია იმ ფაქტს, რომ უარყოფითი მოვლენა უფრო ხშირად ხდება ვიდრე დადებითი. საინფორმაციო გადაცემებში თუ პრესაში მუდმივად აქცენტი კეთდება იმ ფაქტზე თუ ვინ დაიჭირეს, ვინ ვის დაშორდა, ვინ ვის უჩივის, ვინ მოკლეს და ა.შ. ძალიან ბევრი ჟურნალისტი, თავის გასამართლებლად, იმ არგუმენტს მოიშველიებს, რომ ადამიანთა ინტერესს უარყოფითი ამბები უფრო აღძრავს, ვიდრე -დადებითი. აქედან გამომდინარე, მათი აზრით იმას გვთვაზობენ, რა უფრო მოთხოვნადია. მამა ფილიპე აბაშიძის რეკომენდაციით, ჟურნალისტმა არა მხოლოდ უარყოფით მოვლენებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, არამედ მის ირგვლივ მომხდარ დადებით ფაქტზე, რომლებიც რატომღაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი ყურადღების მიღმა რჩება. მისივე თქმით საპატრიარქოს თხოვნაა, რომ ჟურნალისტებმა აქცენტი იმ ფაქტებზე გადაიტანონ, რომლებიც ადამიანის სულს გაამდიდრებს. საინფორმაციო წყაროებით გავრცელებული ინფრმაცია ძალიან დიდ გავლენას ახდენს ადამიანებზე, მათ განწყობაზე და შემდგომ ქცევაზე. ამიტომ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა იყო ჟურნალისტი, და პირნათლად შეასრულო შენი მოვალეობები ისე, რომ უარყოფითი გავლენა არ მოახდინო საზოგადოებაზე. 50 6-ს მოსწონს |
პ.ს გრიგოლიასნაირი თუ არ ხარ ყველა ვარიანტში დაგჭირდება:)))
სხვანაირად იმიტომ მონტაჟდება რო გაყიდვადი იყოს,ამ კრიტერიუმზეა მორგებული:და
მას პლუს არაპროფესიონალების ჯახი ყველგან და ყველაფერში
და ბოლოს მახსენდება ერთი ფრაზა :ნამდვილი მხატვარი ის არის,ვინც აღარ ხატავს!
ეს უკიდურესი ფორმაა,მეორე ავტორია რომ ჟურნალისტი იყოს თავის უფალი ანუ უხეშ მაგალითს მოვიყვან ბეჭდავდეს "თავი"ს რედაქციაში,სხვაგვარად არ გამოდის აზრის თავისუფლება ტო:დ