x
ცოტა რამ მეზობელ ოვსთა შესახებ

imageimageimage




ალანები, რომელთა წინაპარი აზიის სტეპებიდან მოსული
დამბყრობელი სკვითები არიან, საბოლოოდ ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში (I-IVსაუკუნეები) დასახლდნენ კავკასიაში. უდაოა,
რომ სკვითები, რომლებიც ორ შტოდ - ალანებად და სარმატებად იყვნენ დაყოფილნი, გაძარცვეს
და გადაწვეს ჩინეთის დიდი ნაწილი, აღმოსავლური ქვეყნების უმრავლესობა, საფუძველი ჩაუყარეს
ირანული ენისა და კულტურის განვითარებას, სამოსახლოდ ჩრდილოეთ კავკასია აირჩიეს. შემდეგ
ჰუნებთან ერთად, მათი ნაწილი რომის იმპერიას ებრძოდა, ესპანეთისა და საფრანგეთის გავლით
მიადგნენ აფრიკის მისადგომებს და უკან, ჩრდილო კავკასიაში დაბრუნდნენ. აღსანიშნავია
ფაქტი, რომ იმ პერიოდში არც ალანებსა და არც ჰუნებს, საქართველოში შემოსვლა არ გაუბედავთ.
ქართველებმა ახალ მეზობელ ალანებს ოვსები უწოდეს. მათ დიდი გავლენა მოახდინეს სხვა
მეზობელ კავკასიურ ერებზე და ზოგიერთი მათგანიც მათ სამეფოსა და შტოს შეუერთდა. ქართველებმა
მათაც ოვსები ვუწოდეთ და ასე ჩასმოყალიბდა ახალი - კავკასიურ-აღმოსავლური ნაცია - ალან-ოვსი.


მათს სამეფოს, რომელიც ჩრდილო კავკასიის ძირითად ნაწილს
მოიცავდა, ცარაზონთა სამეფო დინასტია მართავდა. მას შემდეგ ბევრმა საუკუნებ განვლო.
ოვსები მრავალჯერ გამოიყენეს გონივრულად ქართველთა მეფეებმა სხვადასხვა ომებში და შედეგიანადაც.
მათი სამეფო სახლის ასულები არაერთხელ გამხდარან საქართველოს დედოფლები და მათი სახელმწიფოც
ყოფილა მომსწრე ქართველთა დახმარებისა თუნდაც ოვსეთ-ყივჩაღეთის ან ოვსეთ-მონღოლეთის
ბრძოლებში.. ისტორიის ფურცლები მრავალი ინფორმაციითაა სავსე, რომელიც მრავალ მცირე
დაპირისპირებასა და მრავალ მეგობრულ ფაქტს აღწერს, რადგან ეს ორი სახელმწიფო, მუდამ
სისხლითა თუ ჰაერით განუყოფელი იყო. ჩემდა გასაკვირად, არ აღმოჩნდა არცერთი ომის ფაქტი
ვიდრე აქამომდე, თუმცაღა ისტორიამ მას შემდეგ დაიწყო საფეხურობრივი ცვლილება, რაც მონღოლთა
შემოსევის შემდეგ, ოსეთს სამეფო გვარი სრულიად ამოუწყდა და ახალი მეფის არჩევის ნაცვლად,
რუსეთთან ომის მსხვერპლნი გახდნენ. მას შემდეგ, რუსეთი მისი სუზერენი, ოვსეთი კი რუსეთის
ვასალი ქვეყანა ხდება და მის მმართველობას ემორჩილება.. იცვლება დამოკიდებულებაც.


მართლმადიდებლობა ოვსეთმა რუსეთამდე(X-XI) ბევრად ადრე, მეექვსე საუკუნეში მიიღო.


მინდა დავსძინო ფაქტი, რომ როგორც მრავალ ქართველ თავად-აზნაურთა
თუ გლეხთა, ასევე თვით ბაგრატიონთა ძარღვებშიც არაერთხელ აჩქეფებულა ოსური სისხლი.
ხოლო რაც თამარ მეფესა და დავით სოსლანს შეეხება, ამას წინათ ერთ დავას შევესწარი და
აქვე განვმარტავ:


თამარის დედა, დედოფალი საქართველოსი და ცოლი გიორგი
მესამისა - ბურდუხანი (შემდგომში გურანდუხტი), ოვსეთის მეფის ასული გახლდათ და თამარიც
ნახევრად დედის სისხლის მატარებელი იყო. ხოლო რაც დავით სოსლანის ქართველობასა და ოსობას
შეეხება, ეს ისტორია ასე ჟღერს:


ოდესღაც, გიორგი პირველი ოვსთა მეფის ასულზე, ალდე დედოფალზე
დაქორწინდა, თუმცა გიორგის სიკვდილის შემდეგ, გიორგის ვაჟებმა ტახტი ვერ გაიყვეს, რაც
ერთი ძმის სიკვდილით დასრულდა. ალდე დედოფალმა დაობლებული შვილიშვილი ოვსეთის სასახლეში
წაიყვანა, გაზარდა, ოვს დიდგვაროვან ქალზე დააქორწინა და მათი შვილების სისხლში როგორც
ქართული-ისე ოსური სისხლი ჩქეფდა. ამის შემდეგ ექვსმა თაობამ განვლო და ქართული სისხლიც
ნელ-ნელა კლებულობდა მათს შთამომავლობაში. თუმცაღა ორმაგად მეფურმა სისხლმა თავისი
გაიტანა, ტახტი გადაიბარა და ექვსი თაობის შემდეგ, ოვსეთს მეფედ ჯადრონ ცარაზონი მოევლინა,
რომელსაც ვაჟი - სოსლან ცარაზონი შეეძინა. სოსლანი გიორგი მესამის დის, რუსუდანის აღზრდილი
იყო და თამარს მამიდამ (გიორგი რუსის შემდეგ) სოსლანზე დაქორწინება ურჩია. მათ ჯვარი
1187 წელს დიდუბის ეკლესიაში დაიწერეს, სადაც
ეწოდა სახელი დავით. მას შემდეგ არაერთი ღირსეული გამარჯვება შესძინა საქართველოს,
თუმცაღა მტკიცება მის ქართველობაზე ამაოა, რადგანაც მის ძარღვებში ქართული სისხლი შვიდი
თაობის შემდეგ 10%-ღა თუ იქნებოდა, ხოლო რაც ლაშა-გიორგისა და რუსუდანს შეეხება,
მათში ოსური სისხლი მეტი იყო, ვიდრე ქართული. ამიტომაც მე, ერთი ქართველი პატრიოტი,
რომელიც ყოველთვის მზად ვარ დავიცვა საკუთარი ქვეყანა, ერთ რამეს ვამბობ - გამორიცხულია
ყოფითი პოლიტიკური იდეებით გადამტერებული ორი მონათესავე ერის დიდხნიანი ომი, რაც ისედაც
ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი და არაფრისმომცემია. უფალი სამართალსა და მოწყალებას
არ დააყოვნებს. თუმცაღა სამაჩაბლო, რომელიც დღეს სადაო მიწად ქცეულა - ჭეშმარიტად ქართულია
და ყოველთვის იქნება საქართველოსი!



20
1351
5-ს მოსწონს
ავტორი:Mystery Gryphon
Mystery Gryphon
1351
  
2020, 16 ოქტომბერი, 21:29
არ იციან არაფერი ძმაო ნუ იღლი თავს საუბრით, ესენი არ არიან ნაღდი ოსები, მოღალატეები არიან ან გამოაშტერეს და ჩაუტენეს ათასი სისულელე თავში. ერობაზე აქვთ პრეტენზია და ოსი რო ალანურ ენაზე ალაპარაკებული სუფთა სისხლის ქართველია ეგ არ იცით? მიაფსით მაშინ თქვენ და რუსებმა ერთმანეთს, დებილები ხართ, რუსებთან რა პონტში გაიქეცით ერის მოღალატეებო, ახლა წამოაყენა სოსლანი მკლავებს დაგაჭრიდათ სუყველას, და ქართული ისწავლეთ და გვარები დაიბრუნეთ ქართული და ჭკუაზე მოდით და დედასამშობლოს დაუბრუნდით და გაპატიებთ ყველაფერს და მიგიღებთ ჩვეულებრივად, ნუ ბოდიალობთ რაღაცას და ერთი გამსახურდიას დედაც მოვტყან და ჯაბასიც არ გაახურეთ საქმე მაგ იდიოტების ხსენებით
2020, 16 ოქტომბერი, 21:22
ვინა ხარ ერთი გამოჩნდი სად ცხოვრობ და დამელაპარაკე, რატო ლაპარაკობ ყველა ოსის სახელით? ოსებთან მაქვს ბრწყინვალე ურთიერთობა და ქართულ გვარებს ატარებს უმეტესობა აბა რას შვება შე იდიოტო აბა შენ რო რუსული გვარი გაქვს ეგ ჯობია? ოსს უნდა ქონდეს ქართული გვარი, ასეა ეს.
2020, 16 ოქტომბერი, 21:20
უგუნური ხარ და მართლა ხისთავიანი. გამსახურდია კი შენზე მეტი ხისთავიანი იყო და იმიტო შეასკდით ალბათ ერთმანეთს. გადაშენდით ერთი აქიდან თუ არ გინდათ საკუთარ ძმებთან ცხოვრება იყავი წადი რუსეთში წაეთრიე და ეს ცხინვალის ზონა დაუტოვე იმ ოსებს ვისაც უნდა თავის სისხლთან და ხორცთან ერთად ცხოვრება. შენნაირმა ხუთმა რეგვენმა და იგივე გამსახურდიას ნაირმა რეგვენებმა როგორ უნდა გადაგვიწყვიტოს ამხელა საუკუნოვან ერს ურთიერთობები. შენი ფეხი არ ვნახო აქ, მტრულად განწყობილო ელემენტო
2018, 21 იანვარი, 0:39
Осебма беври витминет картвелебисган, ма ехла квелапери ертианад гадавухадет. Историас ро китхулобт ис цьаикитхет тквени сазизгьари да араадамиани президенти Гамсахурдиам рееби гагвикета, Цхинвалс замтарши гази да цхьали гаутиша да халхи сицивит гаихьина. Кидевац цота гаакетес ехла 2008 осебма, картвелеби ар ихьвнен Арцеуши сацьхьали мохуци каци ро сасаплаозе даклес? Картвелеби ар ихьвнен Цхинвалши патара бавшвеби машинаши ро чахвритес? Амазе рато ар саубробт. Да киде арцерт картвелс осурад гвари ар гаукетебиа, пирикит ро ар шеечьамат картвелебс шишит гаакетес осебма:Хинчегашвили,Газзашвили,Болоташвили садаури картули гвареьиа есени. Иратта разма. Ирон адам амондджын ут ананизай анамастай, стыр хуыцай дын ахам арфа раканад!
2016, 27 ოქტომბერი, 19:04
მოვიდა ოსი გაწყვიტა ტროსი:D
2016, 27 ოქტომბერი, 19:03
ირრატა რაზმა:)
2016, 27 ოქტომბერი, 19:03
კაი ნუ მაცინებ გაოსებული ქართველიო:Dბიჯოო თუ ქართველები არიან ოსები რაგატო ეომები? ზვიადას დროს ჩამოთრეულ ოს რატო მედზახდით? ოსები ვართ წმინდა ერი გმერთის რჩეული ერი.
2016, 7 ივნისი, 4:54
ჯერ ერთი რა იცი რომ ქართული სისხლი არ შერევია ? მეორე ცხინვალში მაცხოვრებელი ოსების 80 პროცენტი გენეტიკურად ქართველია გაოსებული დვალები და მთიულებია ..... წაიკითხე მეუფე ანანიას ნაშრომი ამ თმაზე ..... რა მიზეზით მოხდა ქარტელების გაოსება ..... უამრავ ქართულ გვარებს ჩამოგითვლი დღეს რომ ოსობენ ..... ბედოშვილი მელაძე ყოჩიშვილი თედიაშვილი თაყაძე ბაღაშვილი სანაყოშვილი ცხოვრებაშვილი გაშშვილი მარღიშვილი გაბარაშვილი შიუკაშვილი ბესტავაშვილი ჯიოშვილი ქოქოშვილი ხარებაშვილი კაჟაშვილი თიგიშვილი ხეთაგული ვალიშვილი ბიბილაშილი ბიგანიშვილი ჩოჩელი სიდამონიძე ჭახილაძე თაგაური ქურთაული ბაგაური ჩერქეზიძე ბიტიევი ადრე ძელყორაშვილი ჩაბაშვილი ეხლა ცაბაევი როსტევანიშვილი მეარაგოვი ..... ეხლა კი დავით სოსლანზე მას ერქვა დავითი და შემდეგ სოსლანი ასე რომ არ ყოფილიყო იქნებოდა სოსლან დავითი როგორც ოსები მოიხსენებენ ..... ბაგრატიონების დნმ აღებისას აქვთ განსაკუთრებული სისხლის ჯგუფი რაც ამტკიცებს იმ გადმოცემას რომ ისინი არიან ღვთისმშობლის ნათესავები ..... მოკლედ ათასი ადამიანია ყველას ათავისი აზრი აქვს დავით სოსლანი ქართველია ამიტომ გაგრძელდა მისგან თამარის შვილების ხაზი რომ არ დარღვეულიყო იფლის წინასწარმეტყველება ..... რომელ წინასწამეტყველებაზეა ლაპარაკი და როცა უფალმა დავით მეფეს უთხრა შენ კი დაისჯები მაგრამ შენი თესლი გაგრძელდება უკუნისამდე და იარსებებს ქვეყნის აღსასრულამდე რაც ღვთისმშობლის ხაზით გაგრძლდა საქართველოში ..... გვარები კიდევ ბევრია უბრალოდ ვერ ვიხსენებ უცბად
2016, 30 მარტი, 14:57
მე პირადად ვარ ცარაზონი ! და ძველ სლავურად ნიშნავს "სახლთუხუცეს" წარმოშობით ვართ ალანები ანუ "ტარტარები" ვინც არ იცით ტარტარები ვინები იყვნენ გეტყვით რომ ისინი არიელების ერთ ერთი შტონი არიან... და აქ სისულელეებს წერას მორჩით ვინც არაფერი არ იცით და რომ გონიათ ვითომ რამე დასკვნას გამოიტანთ თქვენი მწირე ცოდნით, იცოდთ რომ ძალიან ცდებით !!!!
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10