ამის მიზეზი შიშია, რუსეთის შიში. ამ შიშის საფუძველი კი 1920-იან წლებში იღებს სათავეს, როდესაც ლენინმა უკვე “გაწითლებულ" ბაქოში დაბანაკებულ სერგო ორჯონიკიძეს შეტყობინების სახით უბრძანა საქართველოზე შეტევის მზადებასა და სამაჩაბლოში აჯანყებულ ოსთა ქომაგობაზე უარი ეთქვა და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ეღიარებინა, თავის მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა ვალდებულებას იღებდა საქართველოში მყოფი ყველა რუსი ჩინოვნიკი და მენშევიკი გასაბჭოებული რუსეთისთვის გადაეცა. ამის დამნახავმა ეგრედ წოდებულმა “ჩრდილო ოსეთმა" ანუ ოფიციალურმა ვლადიკავკაზმაც მოითხოვა დამოუკიდებლობა რუსეთისაგან. ჯერ კიდევ გამოურკვეველი და ფეხმოუკიდებელი კომუნისტური რუსეთი ამ დათმობაზე წასვლასაც აპირებდა, როდესაც იგივე მიზეზით განაცხადეს დამოუკიდებლობის პრეტენზია ჩეჩნეთმა, დაღესტანმა, ინგუშეთმა, ყაბარდო-ბალკარეთმა, შემდეგ სტავროპოლისა და დონის კაზაკობამაც და “წითელი" რუსეთისგან ფაქტობრივად აღარაფერი რჩებოდა. ამასობაში “სუკის" თანამშრომლებმა პოლონეთის დიპლომატიური სახლის გზავნილიც გაშიფრეს, სადაც ოფიციალური პოლონეთი იუწყებოდა: თუ რუსეთი ამ დათმობებზე წავა და დასუსტდება, საქართველო შეტევაზე უნდა გადავიდეს რასაც სრულიად კავკასიამ უნდა აუბას მხარი ისტორიული მტრის წინააღმდეგ მოძრაობას, ამასობაში კი პოლონეთი და უკრაინა საერთო შეტევას განახორციელებენ და რუსეთს პირწმინდად გავანადგურებთო. შეშინებულმა რუსეთმა რაღა თქმა უნდა დაუყოვნებლივ უარყო ყოველი კომპრომისი და თვითონვე დაიწყო იერიში. საქართველოში საბჭოთა არმიის შემოსვლას მაშინ სერგო ორჯონიკიძე ხელმძღვანელობდა. მაშინ გაწითლდა ქართული რუკა და რუსეთმა კი სამუდამო გაკვეთილად შეითვისა, რომ სამაჩაბლოს დათმობა მისთვის სრულიად კავკასიის დაკარგვას, საბოლოო დასუსტებასა და განადგურებას გამოიწვევს. ამიტომაც ის არასოდეს დათმობს სამაჩაბლოს ნებით.