შოუბიზნესი მისი უდიდებულესობა რეკლამა 2012, 28 ნოემბერი, 21:58 რეკლამაა ყველაფერი, რაც რეკლამაც კი არ გვგონია. მისი ძალაუფლება
მარადიულია და დღითი დღე იზრდება. მას შეხვდებით ყველგან ყველა დროში, ქუჩაში, ტელევიზორში, კომპიუტერში
და ტელეფონშიც კი. სინამდვილეში მისი ზეგავლენა უფრო დიდია და მისი გავრცელების არეალი
უფრო ფართო. მას შეხვდებით ტანსაცმელზე, ფილმებში და წიგნებშიც კი.
ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია წიგნი "99 ფრანკი" . რეკლამაა წიგნიც და წიგნშიც. ეს ყველაფერი თავისი ტექნელოგიით და პოლიტიკით იმდენათ თანამედროვეა რომ ოცდამეერთე საუკუნის მოვლენა გვგონია. სინამდვილეში მისი ფესვები უფრო ღრმაა და ძველი. ჩემთვის ნამდვილად აღმოჩენა იყოროცა რეკლამის მარტივი ნაირსახეობას ძვ.წ. მე-5-ე საუკუნის საბერძნეთში რომ წავაწყდი. ბაზრის დახლს ძვ. ათენში სადაც სოკრატე პროდუქტებს ყიდულობდა (სინამდვილეში უფასოდ აძლევდნენ) დიდი სიამაყით ეწერა: " ჩვენთან ყიდულობს სოკრატე". ამან ცოტა არ იყოს და ღიმილი და მცირე გაოცება მომგვარა. გამყიდველი იმდენად კმაყოფილი იყო მისი ფარდულის რეკლამით რომ სოკრატეს პროდუქტის საფასურად აქეთ უხდიდა მადლობას. რეკლამა უფრო ძველი და უფრო ძლევამოსილია ვიდრე გვგონია. ვისწავლოთ მისი ამოცნობა და გამოყენება. 104 6-ს მოსწონს
|