ბუნებრივ პირობებში ბეჰემოთს კბილების წმენდა არ ესაჭიროებათ, რადგნა ამას პატარა თევზები აკეთებენ, მაგრამ ზოოპარკში სხვა სიტუაციაა. ამ როლს ზოოპარკის თანამშრომლები ასრულებენ. მოდით ვნახოთ, როგორ აკეთებენ ამას და თან რამოდენიმე ფაქტსაც შემოგთავაზეთ ამ უცნაური ცხოველის შესახებ.
![კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის
(+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი) image](/uploads/article_images/small/80131354123101.jpg)
1)ბეჰემოთი 3-4 ტონას იწონის და დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწაზე.
![კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის
(+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი) image](/uploads/article_images/small/80131354123124.jpg)
2)ბეჰემოთი ძირითადად ნელი ნაბიჯით მოძრაობს, მაგრამ შეუძლია განავითაროს 30 კმ/სთ სისწრაფე.
![კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის
(+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი) image](/uploads/article_images/small/80131354123156.jpg)
3)სხვა ცხოველთან მისი არევა ძალიან რთულია. ბეჰემოთს მსუქანი დიდი სხეული და მოკლე ფეხები აქვს.
4)უზარმაზარი თავი მთელი წონის მეოთხედს იჭერს (900 კგ), ხოლო პროფილში მართკუთხედის ფორმა აქვს.
![კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის
(+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი) image](/uploads/article_images/small/80131354123213.jpg)
5)ამ ცხოველის უნიკალური თვისებაა პირის 150 გრადუსზე გაღება.
6)ჰიპოპოტამს ძლიერი ხმა აქვს (110 დეციბელი) და მისი ღრიალი ასეულობით მეტრზე ისმის.
![კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის
(+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი) image](/uploads/article_images/small/80131354123242.jpg)
7)გარეგნულად კეთილი ცხოველის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ აფრიკაში ადამიანისათვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ცხოველია. მათ მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირეს ვიდრე ლომებმა, ლეოპარდებმა, ნიანგებმა და სხვა აფრიკულმა მტაცებლებმა.
![კბილის ჯაგრისი ბეჰემოთისთვის
(+ბონუსი, რამოდენიმე საინტერესო ფაქტი) image](/uploads/article_images/small/80131354123273.jpg)
8)ბუნებრივ პირობებში ბეჰემოთს მტერი არ ჰყავს. მას თავისუფლად შეუძლია დაგლიჯოს 3 მეტრიანი ნიანგი.