სხვა როგორ აღვიდგინოთ ცხოვრებისეული ბალანსი? 2012, 28 ნოემბერი, 20:29 ![]() ![]() მოვიყვანოთ ამ ავადმყოფობისათვის დამახასიათებელი რამოდენიმე თვისება: 1)თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ თქვენი ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს და სრულ იგნორირებას უკეთებთ სხვა სფეროებს. 2)მუშაობს დღეში 10 საათზე მეტს დასვენებების გარეშე. 3)თქვენი შვილები, მეუღლე, ოჯახი, მეგობრები ძალიან რთულად ხვდებიან თქვენს გრაფიკში. 4)თქვენი ჯანმრთელობა უარესდება, მაგრამ სპორტისათვის დრო არ გაქვთ. 5)ამჩნევთ, რომ კარგავთ გარემომცველ სამყაროში ორიენტირების უნარს. რთულად იხსენებთ რა რიცხვია დღეს ან რა ჭამეთ საუზმეზე. როგორ აღვადგინოთ ბალანსი? 1)მოუსმინეთ ხალხს: მართალია თქვენს მეუღლეს არ ესმის რა არის PHP, ხოლო სხვები ვერ არჩევენ მყარ დისკს პროცესორისგან, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მოუსმინოთ მათ. მოისმინეთ რას ფიქრობენ თქვენი მეგობრები და ოჯახის წევრები თქვენი ცხოვრების წესზე და იმსჯელეთ პრობლემების გადაჭრის გზებზე. 2)შეაფასეთ მიზნის და რისკის მნიშვნელობა: მზად ხართ გარისკოთ ოჯახით და ჯანმრთელობით მიზნის მიღწევისათვის? როდესაც თქვენ მთლიან სურათს დაინახავთ შეეცდებით ბალანსი დაიბრუნოთ. 3)შეცვალეთ "ხედვის წერტილი": შეხედეთ საკუთარ თავს სხვა ადამიანის თვალით. რას გრძნობს თქვენი მეუღლე როდესაც სულ მუშაობთ? არ გამოდის? მაშინ შეცვალეთ როლები. მიხედეთ ბავშვებს და მოამზადეთ ვახშამი, როდესაც თქვენი მეუღლე საკუთარ საქმეებს მიხედავს. თქვენ მიხვდებით რას გრძნობს სხვა ადამიანი და უფრო გაგიმარტივდებათ ბალანსის მიღწევა. 4)გამოყავით დრო სხვა საქმიანობებისთვისაც: თქვენი ცხოვრება მხოლოდ სამუშაოს არ უნდა ეძღვნებოდეს, აუცილებელია მასში სხვა საქმიანობებიც ერიოს. დარწმუნდით, რომ უთმობთ გარკვეულ დროს ოჯახს, საკუთარ თავს და მეგობრებს. ამ გზით თქვენ დააბალანსებთ ცხოვრებას და თავს უკეთ იგრძნობთ. 5)აქციეთ თქვენი გრაფიკი ხილულ ობიექტად: მას შემდეგ რაც ახალ გრაფიკს შეადგენთ დაწერეთ ფურცელზე და დაკიდეთ გამოსაჩენ ადგილას. ამრიგად ყველა დაინახავს, როდეს ხართ მათთვის თავისუფალი და თავს ბევრ კონფლიქტს ააცილებთ. დასკვნა: როდესაც თქვენ ძალიან დიდ დროს უთმობთ ცხოვრების რომელიმე კონკრეტულ სფეროს შედეგი კატასტროფულია. როდესაც ცხოვრება დაბალანსებულია თქვენ ბედნიერი ხართ და შესაბამისად უფრო პროდუქტიულიც. როდესაც მხოლოდ ერთი სფერო გშთანთქავთ არაფერი გამოდის და მიღწეული მიზანიც აზრს კარგავს. 92 6-ს მოსწონს
|