სხვა 32 რჩევა ნეპალელი ბრძენებისგან, რომლებიც ცხოვრებაში გამოგვადეგება 2014, 25 ივნისი, 21:47 1)ისაუბრეთ ნელა, იფიქრეთ სწრაფად.
2)ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მათი ნათესავებიდან გამომდინარე.
3)როცა ამბობთ "მე შენ მიყვარხარ!" – თქვით სიმართლე.
4)როდესაც ამბობთ "მე ვწუხვარ" – ადამიანს უყურეთ თვალებში.
5)ნურასოდეს დასცინებთ სხვის სიზმრებსა და ოცნებებს. 6)მიეცით ადამიანებს უფრო მეტი ვიდრე ისინი ამას ელოდებიან და ეს სიხარულით გააკეთეთ. 7)ყოველთვის გახსოდეთ თქვენი საყვარელი ლექსი. 8)ნუ დაუჯერებთ ყველაფერს რაც გესმით, დახარჯეთ ყველაფერი რაც გაქვთ, იძინეთ მანამ სანამ არ გამოიძინებთ. 9)დიდი სიყვარული და დიდი წარმატება ყოველთვის დიდ რისკს საჭიროებს. 10)როდესაც აგებთ შეეცადეთ მიიღოთ გაკვეთილი, უკეთეს შემთხვევაში კი სარგებელი. 11)პატივი ეცით საკუთარ თავს, პატივი ეცით სხვებს, პასუხი აგეთ თქვენს მოქმედებებზე. 12)არ მისცეთ საშუალება პატარა კამათს დაანგრიოს დიდი მეგობრობა. 13)როდესაც ხვდებით, რომ შეცდომა დაუშვით ეცადეთ ის მალევე გამოასწოროთ და არა მიჩქმალოთ. 14)ყოველ დღე გაატარეთ დრო საკუთარ თავთან. 15)იყავით მზად გაცვლისათვის, მაგრამ ნურასოდეს გაუშვებთ ხელიდან თქვენს ფასეულობებს. 16)ზოგჯერ დუმილი, საუკეთესო პასუხია. 17)იკითხეთ მეტი წიგნი. 18)გჯეროდეთ ღმერთის, მაგრამ ყოველთვის დაკეტეთ ავტომობილი. 19)საყვარელ ადამიანებთან კამათისას ნუ გაიხსენებთ წარსულს. 20)წაიკითხეთ სტროფებს შორის. 21)გაუზიარეთ თქვენი ცოდნა ბავშვებს. დღეისათვის ეს უკვდავების მიღწევის ერთადერთი ცნობილი ხერხია. 22)იყავით ნაზი მიწასთან მიმართებაში. ნუ დაანაგვიანებთ. 23)ნურასოდეს შეაწყვეტინებთ ადამიანს, როდესაც ის თქვენ გაქებთ. 24)ნუ ჩაერევით სხვის საქმეებში. ნუ გასცემთ უაზრო რჩევებს. 25)არ ენდოთ მას ვინც გკოცნით და ამ დროს თვალებს არ ხუჭავს. 26)წელიწადში ერთჯერ წადით იქ სადაც არ ყოფილხართ. 27)თუ თქვენ გამოიმუშავეთ დიდი ოდენობით ფული, მათი ნაწილი სხვის დახმარებას მოახმარეთ. 28)გახსოვდეთ! სასურველის არ მიღება ზოგჯერ დიდი გამართლებაა. 29)მოუსმინეთ ექიმს, მაგრამ ისწავლეთ ზოგიერთი მათი აკრძალვის დარღვევა. 30)შეაფასეთ თქვენი წარმატება იმის მიხედვით თუ რისი დათმობა მოგიხდათ მის მისაღწევად. 31)თქვენი "მე" ეს არის თქვენი მოგზაურობის უკანასკნელი წერტილი. 32)სიყვარულსა და საჭმლის მომზადებას მოექეცით უდარდელობით, არ გიყვარდეთ და არ მოამზადოთ საკვები სხვისი რეცეპტებით. 321 3-ს მოსწონს 1-ს არა
|