საზოგადოებრივი როგორი იქნება სამყარო 100 წლის შემდეგ? საზოგადოების პროგნოზი. 2012, 28 ნოემბერი, 11:49 BBC-იმ მოაწყო თავის მკითხველების გამოკითხვა თემით:"როგორი იქნება სამყარო 100 წლის შემდეგ?"შეაგროვეს რა საუკეთესო მოსაზრებები, ცნობილ ფუტუროლოგებს, იანა პირსონს და პატრიკ ტაკერს სთხოვეს გაეკეთებინათ კომენტარები.ზოგიერთი მოსაზრება მართლაც წარმოუდგენელად გვეჩვენაბა, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ 100 წლის ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იარსებებდა კოსმოსური ხომალდები, ხელოვნური ჩასახვა, მობილური ტელეფონები და ტელევიზორები.გთავაზობთ საუკეთესო მოსაზრებებს.1)ოკეანეებში გაკეთდება ფერმები, რომლებიც კვების პროდუქტებს აწარმოებენ.2)აზრის, ჩანაფიქრის გადაცემა დისტანციურად რეალობა იქნება.3)შექმნიან მაღალი ინტელექტის ადამიანებს, რომლებიც უკვდავები იქნებიან.4)ადამიანები შესძლებენ ამინდის სრულ კონტროლს.5)ანტარქტიდა უკაცრიელი ტერიტორიის სტატუსს დაკარგავს.6)შეიქმნება ადამიანის ტვინის და კომპიუტერის პირდაპირი კავშირი.7)ნანო-რობოტები მოახდენენ სისხლის მიმოქცევის ცირკულაციას, მოახდენენ უჯრედების რემონტს და ჩაიწერენ ჩვენს აზრებს.8)ერთსქესიანი ქორწინება ბევრ ქვეყანაში დაკანონებული იქნება.9)შეიქმნება კოსმოსური ლიფტი, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.10)ხელოვნური განაყოფიერება შეცვლის ბუნებრივს.11)ქორწინებას ყოველწლიური კონტრაქტი შეცვლის. 2566 6-ს მოსწონს
|