საქართველო შალვა რამიშვილი ითხოვს ნასამართლეობის მოხსნას 2012, 28 ნოემბერი, 0:23
კობა ბექაური აცხადებს, რომ ოპერაცია, რომელიც ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მოშორებას ისახავდა მიზნად, მაშინდელმა შს მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, გენერალურმა პროკურორმა ზურაბ ადეიშვილმა და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა დათა ახალაიამ პირადად დაგეგმეს, ბექაური აიძულეს ამ ოპერაციაში მონაწილეობა მიეღო და რამიშვილისთვის ფული გადაეცა, რის შემდეგაც რამიშვილს დააკავებდნენ.ამის შესახებ ბექაურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემაში „შალვა რამიშვილის დილა“ განაცხადა. 25 2-ს მოსწონს
|