ცნობილთაგან ცოტა თუ ვინმე მოხვედრია ჰოლივუდში ისე, რომ ზურგს უკან კამერის წინ მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა. მომავალი ვარსკვლავების უმეტესობა ადრე მოდელობდა. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს.
1) ჯენიფერ ლოპესი-ცეცხლოვანი ლათინოამერიკელი მსოფლიო შოუბიზნესის მწვერვალებზე მალე მოექცა. კარიერის დასაწყისში იმ დროს ბევრ ცნობილ ვარსკვლავთა ჯგუფში ცეკვავდა, მათ შორის ჯანეტ ჯეკსონსა და მარკ ენტონისთან. მანამდე გოგონამ მუსიკალური, საცეკვაო და სამოდელო სკოლები გაიარა. თვითონ ამბობს, რომ სამოდელო კარიერა კამერის წინ მუშაობის სწავლაში დაეხმარა და თავდაჯერებაც შემატა.
![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353954506.jpg)
![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353954518.jpg)
2) რობერტ პატინსონი- სანამ “ბინდის'' ვამპირი გახდებოდა მოდელად მუშაობდა. 16 წლის აქტიურად ცდილობდა პოდიუმზე წარ, ატების მიღწევას. შეიძლება, დედაც დაეხმარა, რომელიც მაშინ სამოდელო სააგენტოში მუშაობდა, თუმცა კინოკარიერა აშკარად უკეთ აეწყო. დღეს არც კი ფიქრობს იმაზე, რომ ოდესმე კვლავ დაუბრუნდეს მოდის ბიზნესს. ეგ კი არა 2010 წელს “ბარბერის'' წინადადება უარყო, მისი მარკის სახე გამხდარიყო და მილიონ-ნახევარი დოლარის ოდენობის ჰონორარზეც კი უარი თქვა. როგორც ჩანს უკან დაბრუნება არაფრით არ სურს.![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353954926.gif)
![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353954946.jpg)
![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353954960.jpg)
3) უმა თურმანი- 183 სანტიმეტრი სიმაღლის და გამხდარ უმა თურმანს სამოდელო ბიზნესში მართლაც სიამოვნებით იღებდნენ. სხვათაშორის მისი შვედი დედა ნენა შეებრიუგე თავისდროზე ცნობილი იყო მოდის ინდუსტრიაში, როგორც მოდელი, ამიტომაც არავის გაჰკვირვებია მისი შვილის მოდელობა. ყველაფერი კარგად აეწყო, მაგრამ უმა ყოველთვის კინოზე ოცნებობდა და აიხდინა კიდდეც ეს ოცნება თანაც როგორ? 1988 წელს დამწყებმა მსახიობმა “ ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავლებში'' ითამაშა და ჰოლივუდის პროდიუსერებმაც მიაქიეს ყურადღება.![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353955335.jpg)
![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353955346.jpg)
![კინოვარსკვლავები სამოდელო წარსულით image](/uploads/article_images/small/153101353955385.jpg)