საზოგადოება როდის რთავენ ფსიქიატრიულ საავადმყოფოს წითელი ვარდებით 2012, 26 ნოემბერი, 22:00 ვალენტინობის დღესასწაულის მთავარ სიმბოლოდ წითელი ვარდი ითვლება. დროის გასვლასთან ერთად ვალენტინის დღემ ყველა ერისთვის დამახასიათებელი ტრადიციები შეიძინა. მაგალითად ნისლიანი ალბიონის მცხოვრებლები სასიყვარულო ბარათებს არა მარტო საყვარელ მეგობრებსა და ახლობლებს, არამედ ერთგულ შინაურ ცხოველებსაც უგზავნიან. გერმანელები კვლავ ფიქრობენ, რომ სიყვარული ჭკუიდან შეშლაა. ასე, რომ წმინდა ვალენტინს ისინი გიჟების მფარველად მიიჩნევენ. 14 თებერვალს გერმანელები ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს წითელი ვარდებით რთავენ, ხოლო ეკლესიებში სპეციალურ ლოცვებს აღავლენენ. ასე, რომ თუ ამ დღეს შემთხვევით გერმანიაში აღმოჩნდით და ქუჩაში გავლისას ყვავილებითა და ბუშტებით გაწყობილ შენობას წააწყდით, იცოდეთ, რომ თქვენ წინაშე ფსიქიატრიული საავადმყოფოა. 117 7-ს მოსწონს
|