ცნობილი ტელესახე, ხშირად სასტიკი კრიტიკის ობიექტიც, მეორე მხრივ კი მზრუნველი, მაგრამ მარტოხელა დედა მაია ასათიანი ამხელს რომ მარტო ყოფნა არ მოსწონს... მას ოჯახი 26 წლის ასაკში დაენგრა და იმ დროს ეს ძალიან არ განუცდია, მაგრამ ახლა 35 წლის ასაკში ამბობს, რომ მარტოობის ეშინია... "მარტო ყოფნა არ მომწონს. უბრალოდ რაღაცაში გიმართლებს, რაღაცაში - არა. ვთვლი, ეომ პირად ცხოვრებაში სუსტი ქალი ვარ, საქმეში - ძლიერი. შეიძლება დადგა იმის დრო, რომ მარტო აღარ ვიყო, მაგრამ მე არაფრის შეცვლა შემიძლია. პირადი ცხოვრება არ გამომივიდა." - ამბობს ის "სარკე"-სთან საუბარში. სამაგიეროდ მაია მადლობელია იმის, რომ საზოგადოებას მასზე ბინძური ჭორები არასდროს აუგორებია. ეს ალბათ იმის გამოც, რომ მისი პირადი ცხოვრება ასეთი "წყნარია" და ყველაზე გამოცდილ ჭორიკნებსაც კი გაუჭირდათ, ოდნავ მაინც დამაჯერებელი ამბის გამოგონება. მხოლოდ ორჯერ უყვარდა ცხოვრებაში... პირველი სიყვარულის შედეგი მისი გოგონა, 14 წლის ნუცაა. ამჟამად დედა-შვილი ერთად ცხოვრობს და ცდილობენ მეგობრობაც გაუწიონ ერთმანეთს. მაიას ბავშვობაში სჯეროდა, რომ თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები არსებობდნენ და ერთ დღეს მასთანაც მივიდოდა პრინცი. მაგრამ შემდეგ გაიზარდა, ილუზიები გაქრა და რეალობის პირისპირ დარჩა. თუმცა თუ მის ამჟამინდელ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ქვეცნობიერად ალბათ მაინც სჯერა ამ ყველაფრის და ახლაც თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდება... :)