სხვა თელასის ახალი დირექტორი 2012, 25 ნოემბერი, 22:32 კომპანია თელასს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. პოსტზე აშოტ მანუკიანის ნაცვლად დევი კანდელაკი დაინიშნა. ამ დრომდე დევი კანდელაკი “ინტერ-რაოს" აქტივების მფლობელი კომპანიების “მტკვარი ენერგეტიკას", “ხრამ ჰესი-1" და “ხრამ ჰესი-2"-ის გენერალური დირექტორის პოსტს იკავებდა. თელასის უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი აშოტ მანუკიანი, სომხეთში რაზდანის ელექტროსისტემის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. 56 6-ს მოსწონს
|