x
image
L.C.
კლოდ მონეს "ვანილის ზეცა"
ალბათ სურათის სათაურმა ყველას ცნობილი ჰოლივუდური დრამა გაგახსენათ ტომ კრუზის მონაწილეობით.ერთ-ერთ ეპიზოდში მთავარი გმირი საყვარელ ქალს სწორედ კლოდ მონეს ნახატს აჩვენებს, რომელიც ალეგორიულად გასდევს მთელი ფილმის შინაარსს.კადრი რამდენიმე წამით ჩერდება სურათზე, რის გამოც დიდხანს იყო კამათი, თუ რომელ შედევრზეა საუბარი ფილმში. საქმე იმაშია, რომ მონეს სურათების სერია აქვს შექმნილი სახელწოდებით "La Seine a Argenteuil", ყველა ნამუშევარში კი თვალშისაცემია ღრუბლებით დაფარული ზეცა, რომლებზეც ავტორმა მთავარი აქცენტი გააკეთა.ამის გამო, მაყურებელი დიდხანს იყო გაურკვევლობაში, თუ რომელია ამ ნახატების სერიიდან სინამდვილეში "ვანილის ზეცა" და არსებობს თუ არა იგი საერთოდ.

სურათი, რომელიც ოსკაროსანი ფილმის სათაურს დაედო საფუძვლად, რეალურია და იგი შიქმნა 1873 წელს.იგი იმპრესიონიზმის მიმდევრობას მიეკუთვნება, რაც გულისხმობს, რომ მასში წამიერი შთაბეჭდილება, ერთი კონკრეტული მომენტია აღწერილი.ცნობილი ფაქტია, რომ მონე ყოველთვის ღია ცის ქვეშ ხატავდა და საკმაოდ ბევრს მუშაობდა მისთვის სასურველი ფერის მიღებაზე, რაც ნათლად აისახა მხატვრის შემოქმედებაში.

მაშ ასე, პირველი სურათი, რომელსაც აქ იხილავთ არის ცნობილი "ვანილის ზეცა", ხოლო დანარჩენი ნამუშევრები ზემოთ აღნიშნულ სერიას მიეკუთვნება და თავადაც მიხვდებით, რატომაც აბნევს მაყურებელს.

image


image
image


image

image


image



3
374
10-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
374
  
2012, 8 დეკემბერი, 22:00
მაგარია
2012, 26 ნოემბერი, 0:15
მადლობ
2012, 26 ნოემბერი, 0:14
მშვენიერია.
0 1 3