
ახალგაზრდა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც მძარცველებს გადაურჩა. მძარცველებისთვის გზის ასაბნევად აკეთებდნენ საიდუმლო გვირაბებს, ზოგჯერ კი კედლებზე ამოკვეთილი იყო მკაცრი გაფრთხილებები, მაგალითად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფარაონ ტუტანხამონის აკლდამაში: "სიკვდილი გაშლის ფრთებს იმის თავზე, ვინც დაარღვევს ფარაონის სიმშვიდეს"- შესასვლელი მიწისძვრის შედეგად ქვებს ჩაეხერგა. იგი აღმოაჩინა ინგლისელმა არქეოლოგმა ჰოვარდ კარტერმა, სადაც იპოვეს 5000-ზე მეტი ძვირფასი ნივთი - ოქროს ძვირფასი სამკაულები, ავეჯი, იარაღი, ჭურჭელი და მრავალი სხვ. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტუტანხამონის ოქროს ნიღაბმა, ეს ნიღაბი დაცულია ეგვიპტის დედაქალაქის კაიროს მუზეუმში.