x
image
cindarella
სოხუმი და სიდე

image აფხაზური მედიის ინფორმაციით თურქეთის ქალაქ სიდესა და სოხუმს შორის დაძმობილების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ და სოხუმის ე.წ-მა მერმა, ალიას ლაბახუამ თურქეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ქალაქ სიდეს მერი, აბდულკადირ უჩარი ხელმძღვანელობდა.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, როგორც სიდეს მერმა განაცხადა, ქალაქების დამეგობრება აფხაზეთსა და თურქეთს შორის მეგობრობას გააღრმავებს.ე.წ-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ, ასეთი შემთხვევები ადრეც ყოფილა, თუმცა კონკრეტული ქალაქების დაძმობილება სახელმწიფოთაშორის რეჟიმის დამყარებას არ ნიშნავს.

1
27
4-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
27
  
2012, 25 ნოემბერი, 20:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1