x
ადამიანთა დაუფიქრებლობის მსხვერპლი(ავტორი მარია)
ზაფხული იყო. აგვისტო. ყოველი დღე მზიანი, ხალისიანი და მშვიდი. ზღვა საოცრად წყნარი და თბილი იყო იმ დღეს, გამჭირვალე, მარილიან წყალში, ნაირ-ნაირი კენჭები ძალიან ლამაზად მოჩანდა. ირგვლივ საოცარი სილამაზე იყო, ამ სილამაზეს საზღვარი არ ჰქონდა. იქვე, ზღვის ნაპირას ახალგაზდა წყვილი ჩამომჯდარიყო და შესქეროდნენ ზღვის მოთამაშე ტალღებს. ბიჭს სახელად გიორგი ერქვა, ლუდს სვამდა გოგონას კი გვანცა ის უალკოჰოლო სასმელს სვამდა.ორივე დუმდა, მათ გარდა არავინ იყო სანაპიროზე. საოცარი სიჩუმე სუფევდა, მხოლოდ ზღვის ტალღები არღვევდნენ სიმყუდროვეს.

გვანცან იპოვა ნიჟარა და ყურთან მიიტანა, დაუგდო ყური და სასიამოვნო გრძნობა დაეუფლა და გიოს უთხრა:-ნიჟარა თითქოს მესაუბრება, თავის ამბავს მიყვება. გიომ პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია და ლუდის სმა განაგრძო.

-უკვე გვიანია, ჩემი წასვლის დროა.

-დარჩი ცოტახანს.


გვანცა წამოდგა, გიოც გამოყვა.

გვანცამ უთხრა გიოს:-შენი ლუდის ბოთლი რატომ არ წამოიღე?

-ცარიელი არის. დამშვიდებულმა უპასუხა

-მერე რაა? აქ ხომ არ დატოვებ? ხომ შეიძლება გატყდეს და ვინმე დაზიანდეს, ესეც რომ არ იყოს გარემო ნაგვიანდება! გიომ გვანცის სჰენიშვნა არ მიიღო და უკმაყოფილოდ განაგრძო გზა. გვანცამ თავისი წვენის ქილა იქვე ურნაში ჩააგდო და გიოს მიუბრუნდა და უთხრა: ნუღა გამაცილებ, მირცევნია მარტო წავიდე, ეს რომ უთხრა ისე შეხედა თითქოს უკანასკნელად ხედავდა. გიო შეხედა და გზა უდარდელად განაგრძო.

გვანცა ჯერ დიდიხნის უნახავ მეგობართან წავიდა და მიუტანა უიშვიათესი ჯიშის ჩიტი. ანოს ძალიან გაეხარდა დიდიხნის უნახავი მეგობრის ნახვა და მისი საჩუქარი. გვანცას დაპირდა რომ მას თვალის ჩინივით გაუფთხილდებოდა, დიდიხანი ისაუბრეს და ბოლოს დაემშვიდობნენ ერთმანეთს.

გვანცა სანამ სახლში წავიდოდა გადაწყვიტა სანაპიროზე გასეირნება და ფიქრი ბევრ რამეზე.

გაიძრო კეტები და ფეხშიშიველმა განაგრძო გზა. დაბლა არ იყურებოდა, საოცარ სიმშვიდეს გრძნობდა, სხეული ისვენებდა, ზღვის შხეფები სასიამოვნოთ ეხებოდა, ამ დროს თავს თავისუფლად და ენერგიით სავსეთ გნძნობდა. მაგრამ უეცრად ტკივილი იგრძნო, ფეხის გულებში შუშუს ნამსხვრევები შერჭმოდა, იქვე გატეხილი ლუდის ბოთლი ეგდო. ნატეხები ისე ღმად შერჭმოდა, რომ ვერაფერი მოახერხა სახლამდე ძვლივს მიახწია........

რამდენიმე დღე გავიდა.....ანო შევიდა თავის ოთახში, გაშეშდა, ხედავს რომ გვანცას ნაჩუქარი ჩიტი უსულოდ ეგდო გალიაში, ის ხომ მართლაც კარგად უფტხილდებოდა....ახლა რა ექნა როგორ ეთქვა გვანცასთვის ეს ამბავი. ბოლოს ძალა მოიკრიფა, აკრიფა მისი ნომერი და დარეკა აიღეს ტელეფონი ...მაგრამ გაისმა განწირული კივილი ანომ ვერ მოოასწრო კითხვა, როცა მას უთხრთხრეს ”გვანცა გარდაიცვალა”....imageimageimage

























0
98
შეფასება არ არის
ავტორი:ზერო
ზერო
98
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0