ნარკოლოგია შიდცი. დაავადების მცირე ისტორია. 2012, 25 ნოემბერი, 13:15 აივ იმფექციის წარმოშობის შესახებ განსხვავებული ვერსიები არსებობს . ზოგიერთი ავტორის აზრით, შიდსის გამომწვევი ვირუსი ახალი არ არის - იგი დიდი ხანია არსებობდა ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ზოგიერთ რეგიონში, მაგრამ უკანასკნელ წლებში აფრიკიდან იაფასიანი სისხლის ექსპორტმა ამერიკისა და ევროპის სისხლის ბანკებში, ხელი შეუწყო მის გავცელებას.
ყველაზე გავცელებული ვერსიის თანახმად, აფრიკის კონტინეტზე მცხოვრები მაიმუნების ზოგიერთი სახეობაში(მწვანე მაიმუნები, მაკაკები) ხანძლივი დროის მანძილზე ფარტოდ იყო გავცელებული აივ ვირუსის წინამორბედი, რომელიც საშიში არ იყო ადამიანისათვის . შემდგომ, მუტაციის ან სხვა ფაქტორის შედეგად, მაიმუნის ვირუსი გავცელდა ადამიანებშიც . ზემოაღნიშნულ მაიმუნებში აღმოჩენილია ე.წ. მაიმუნის იმუნოდეფიციტის ვირუსი(მივ), რომელიც მათში იწვევს შიდცის მსგავს დაავადებას .
აღსანიშნავია, რომ აივ - ვირუსი აღმოჩენილია 50-იან წლებში აღებული ზაირის, უგანდის, და ზოგიერთი სხვა აფრიკული ქვეყნის მცხოვრებთა სისხლში, რომელიც ამ ხნის განმავლობაში, სხვადასხვა მიზეზის გამო, გაყინული ინახებოდა. 60-იან წლებში აფრიკაში აღწერილია დაავადება, რომელიც კლინიკური ნიშნებით შიდცს მოგვაგონებს.
კიდევ ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, შიდცის ვირუსი, როგორც ბიოლოგიული იარაღი, ხელოვნულად შეიქმნა ამერიკის სამხედრო დანიშნულების ლაბორატორიებში. ეს ვერსია განსაკუთრებით პოპულარული იყო ყოფილი საბჭოთა კავსირის ხემძღვანელთა შორის. იგი თავიდანვე ნაკლებ დამაჯერებელი იყო, ამჟამად კი მთლიანად უარყოფილია.
შიდცი რეგიტრილებულია დედამიწის ხუთივე კონტინენტის 213 ქვეყანაში. გაეროს შიდცის პროგრამის 2005 წლის მონაცემებით, ეპიდემიის დაწყებიდან იმფიცირებულია 40300000 ადამიანი. ეპიდემიის დაწყებიდან გარდაიცვალა 20000000-ზე მეტი ადამიანი. აღსანიშნავია რომ მსოფლიოში ინფიცირების ახალი შემთხვევების ნახევარი 15-დან 24 წლის ასაკზე მოდის . ამასთან, თუ ეპიდემიის დასაწყისში აივ იმფიცირებულ მამაკაცთა რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა იმფიცირებულ ქალების რაოდენობას, უკანასკნელ წლებში პროპოცია დაირღვა და 2002 წლიდან იმფიცირებულთა თითქმის ნახევარი ქალები და გოგონები არიან . ამერიკის კონტინენტებზე აივ იმფექცია ამერიკის შემდეგ ბრაზილიასა და მექსიკაშია ყველაზე მეტად გავცელებული. დასავლეთ ევროპაში აივ იმფექციის ყველაზე მეტი შემთხვევა ინგლისშია აღრიცხული(62000), შემდეგ შვეიცარიაში, პორტუგალიაში და გერმანიაში . აივ/შიდცის გავცელების მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ჰოლანდიაში, შვედეთში, საბერძნეთში, საფრანგეთში და იტალიაში. აზიის კონტინენტი რომელიც ადრე აივ იმფექციისგან თავისუფალ ზონად ითვლებოდა დღეს აივ იმფექციის 7400000-ზე მეთი შემთხვევაა აღრიცხული.ამჟამად კი შემთხვევების გამოვლენის თვალსაზრისიდ ერთერთი ლიდელია. განსაკუთრებით შემაშფოთებელი სტატისტიკაა სამხრეთ(უპივლელეს ყოვლისა, ჩინეთი და ინდოეთი) და სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. უკანასკნელ წლეებში აივ იმფექციის ყველაზე სწრაფი აღმავლობა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში დაფიქსირდა. ახალი შემთხვევების 76% მოდის რუსეთის ფედერაციაზე, სადაც ყოველწლიურად ორმაგდება იმფიცირებულთა რაოდენობა . აივ/შიდცის ეპიდაფეთქება აღინიშნება უკრაინასა და ბელარუსში . აივ - იფექციის გავცელების ძირითადი გზა ამ რეგიონში იმფექციური ნარკომანიაა და შემთხვევითი სქესობრივი კონქტატებია. 1051 1-ს მოსწონს
|