ქალი და მამაკაცი ლამაზი თუ ჭკვიანი? 2012, 25 ნოემბერი, 13:27 მამაკაცებს მტკიცედ სჯერათ, რომ ქალი არის ან ლამაზი, ან ჭკვიანი, ორივე ერთდროულად კი უბრალოდ გამორიცხულია.ამასთან ერთად, როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ნამდვილად არ სურთ გვერდით ლამაზი, მაგრამ სულელი ცოლი, თუმცა საკმარისია ქალმა მათზე მეტი ჭკუა გამოიჩინოს და ჭირის დღესავით გაურბიან.მაშ რა ქნას ქალმა, გამოკვეთოს თავისი გარეგნობა და ბოლომდე გაუსვას მას ხაზი თუ საკუთარი ინტელექტი წარმოაჩინოს?ერთიც და მეორეც! რაც არ უნდა თქვან მამაკაცებმა, ერთდროულად ლამაზი და ჭკვიანი დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი იცნობს ისეთ ქალს, რომელიც არც გარეგნობას უჩივის და არც ინტელექტს და ნამდვილად ამსხვრევს შეხედულებას, თითქოს ერთდროულად ჭკვიანი და ლამაზი ქალი არ არსებობს.მაშინ რატომ უნდა გვქონდეს მცდარი შეხედულება? და ბოლოს, არსებობს სულელად აღიარებული უამრავი "ქერა თოჯინა", რომელსაც ცხოვრებაში მართლაც წიგნი არ გადაუშლია და ფლირტის მეტი არაფერი იცის, ამავდროულად კი არიან ქალები, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება მარტო განათლებასა და დიპლომს შესწირეს.მეორე კატეგორიის ქალბატონები, საბოლოო ჯამში, შოულობენ სამსახურს, იწყობენ ნორმალურ კარიერას და, თუ გაუმართლებთ, გვერდით ვინმე განათლებული "მუდო" მამაკაციც ეყოლებათ."ქერა თოჯინები" კი პოულობენ ვიღაც სიმპათიურ მილიონერს, ახვევენ თავბრუს, მიჰყვებიან ცოლად და მისი ფულით მერე საკუთარ ბიზნესსაც იწყებენ და სიცოცხლის ბოლომდე უდარდელად ცხოვრობენ.მაშინ მკითხველს ასეთ შეკითხვას დავუსვამ, ჭკვიანი აქედან რომელია? 489 8-ს მოსწონს |
აი მაგის პასუხი კი ისა რომ როცა ლამზ ქალს ხედავს კაცი მასში ინსტინქტები ინაცვლებს და გონება უკანაპლანზე გადადის. ესეც სრულიად გასაგებია.
ლამაზად გამოიყურებოდეს არ დავუშლი მაგრამ ასეთი ღია დეკოლტით და ასეთი მინიუბკით ჩემი რჩეული მარტო ჩემს წინ ივლის :P ვოტ ტაკ!