საბუნებისმეტყველო ქლორი 2012, 25 ნოემბერი, 10:06 ქლორი ბუნებაში გავცელების მიხედვით მე-11 ელემენტია. ქლორი ასევე ქიმიურად ძალიან აქტიური ნივთიერებაა ამიტომ იგი ბუნებაძში არ არსებობს თავისუფალი სახით.იგი გავცელებულია ნაერთების სახით. ქლორი ჩვეულებრივ პირობებში მომწვანო მოყვითალო აირადი ნივთიერებაა, წყალში კარგად იხსნება.20გრადუსზე 1ლ წყალში 2.5ლ ქლორი იხსნება.ქლორი არის მომწამლავი ნივთიერება ამიტომ საჭიროა მასთან მუშაობისას უსაფთხოების წესების დაცვა რათა არც შენ და არც სხვა არ დაზარალდეს. ქლორის ქიმიური თვისებებიდან ყველაზე მნიშვნელოვანია ურთიერთქმედება წყალბადთან, მეტალებთან და წყალთან.წყალთან ქლორი თავისებურად მოქმედებს ის დამჟანგავიცაა და აღმდგენიც.ქლორიანი წყლის ძლიერ დამჟანგავ უნარს განაპირობებს ატომური ჟანგბადის გამოყოფა ის აუფერულებ მრავალორგანულ საღებავს და კლავს მიკროორგანიზმებს . ამით აიხსნება ქლორის გამოყენება წყლის სადეზიმფექციოდ და მიკრობებისგან მისი გასუფთავების მიზნით. თითქმის ყველა ქიმიური საშუალება, რომელიც ტანსაცმლის მშრალი წმენდისთვის გამოიყენება, დამზადებულია ქლორის შემცველი ორგანული გამხსნელებისგან ერთ-ერთი ასეთი ტრიქლორმეთანია.ქლორის ორგანული ნაერთებისგან მიიღება ნივთიერებები, რომლებიც მედიცინაში საანესთეზიოდ გამოიყენება, ერთერთი პირველი ნივტიერება რომელიც გამოყენებულიქნა საანესთეზიოდ იყო ქლოროფორმი.ზოგიერთი ჰერბიციდი და ინსექტიციდი ასევე ქლორის შემცველი ნაერთიებია. 436 1-ს მოსწონს
|