საბუნებისმეტყველო წყალბადი 2012, 24 ნოემბერი, 15:10 წყალბადი ნამდვილი კოსმოსური ელემენტია იგი სამყაროში გავცელებითს მიხედვით პირველი ელემენტია. მზის მასის 50% წყალბადია. წყალბადი ვასკვლავების და ვასკვლავთშორისი სივცის ძირითადი შემადგენელი აირია . ვასკვლავებში ძალიან მაღალი დაახლოებით 6000 გრადუს ტემპერატურაზე წყალბადი თავისუფალი ატომების სახითაა. დედამიწაზე გავცელების მიხედვით მე-10-ე ელემენტია. წყალბადის მასური წილი დედამიწის ქერქში 1%-ია, მაგრამ წყალბადის როლი ბუნებაში განისაზღვრება არა მასით, არამედ ატომთა რაოდენობით წყალბადის ატომები ბუნებაში გავცელებულ ელემენტთა ატომების 17% შეადგენს.ამ მაჩვენებლით წყალბადი ჟანგბადის(52%) შემდეგ მეორე ელემენტია. ამიტომ წყალბადის როლი დედამიწაზე მიმდინარე ქიმიურ რეაქციებში თითქმის ისეთივეა როგორიც ჟანგბადის. წყალბადი დედამიწაზე პრაქტიკულად მხოლოდ ნაერთების სახით გვხვდება. წყალბადი ჰაერზე მსუბუქია ამიტომ ატმოსფეროს ქვედა ფენებში არ გვხვდება. წყალბადი შეიძლება ’გამოჩნდეს” ვულკანის ამოფქვევისას ან ჭაბურღილის მიდამოებში.დედამიწის ატმოსფერო წყალბადს ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით შეიცავსდაახლოებით 0, 00005% მოცულობითწყალბადის ძირითადი ნაერთია წყალი . წყალბადს დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანული ნაერთები. წყალბადი ქიმიურად ძალიან აქტიული ელემენტია ის ნაერთებს წარმოქმნის ქიმიურ ნივთიერებათა უმრავლესობასთან გამონაკლისია ინერტული აირები და რამდენიმე მეტალი. წყალბადი ძირითადად გავცელებულია ნაერთების სახით ამიტომ იყენებენ მრეწველობაში მისი მიღების ქიმიურ მეთოდს. წყალბადის მისაღებად ძირითადად მიმართავენ წყლის ელექქტროლიზს ანუ წყალში ატარებენ დენს და ის იშლება ჟანგბადათ და წყალბადათ ასევე იყენებენ წყლისა და მეთანის ურთიერთქმედების რეაქციას ეს რეაქცია მიმდინარეობს მაღალ ტემპერატურაზე. წყალბადი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს როგორც სათბობი. წყალბადის წვის სითბო აჭარბებს ნებისმიერი სათბობის წვის სითბოს, უკვე არსებობს ავტომობილი რომელსაც შეოძლია წყალბადის საწვავად გამოყენება. რათქმაუნდა ამ მანქანის სერიულ წარმოებას ბევრი სირთულე ახლავს მაგრამ ღირს ამ სირთულეების გადალახვა რადგან წყალბადი როგორც სათბობი მეტად მომგებიანი და ეკოლოგიურად სუფთაა. წყალბადი იწვის და წარმოქმნის წყალს, წყალი იშლება და წარმოქმნის წყალბადს. წყალბადს იყენებენ ზოგიერთი მეტალის აღსადგენად. წყალბადი დიდი რაოდენობით გამოიყენება ამიაკის წარმოებაში . წყალბადი გამოიყენება ასევე ცხიმების ჰიდრირებისათვის.წყალბადის დაჰელიუმის უსაფთხო ნარევს იყენებენ აეროსტატების ასავსებად და ა.შ. 749 შეფასება არ არის
|