საზოგადოება ფასდაკლებები სტუდენტებისთვის 2012, 24 ნოემბერი, 21:33 თავისუფალ დროს სტუდენტები განსხვავებულად ატარებენ. აქტიური დასვენება სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დროის ეფექტურად დაგეგმვაში მათ სხვადასხვა გასართობი ცენტრი ეხმარება. სტუდენტური ბარათის მფლობელებს შეუძლიათ უამრავი ფასდაკლებით სარგებლობა.
მეგობრებთან ერთად პიკნიკებისა და ექსკურსიების მოწყობის მოყვარულებს შეუძლიათ ტურისტულ კომპანია "Gეორგიან Nატიონალ თრაველ – ს" მიმართონ. ტურის ღირებულება სტუდენტებისთვის 27 ლარიდან იწყება, მასში ტრანსპორტი, კვება და დაზღვევა შედის. კომპანიის მიერ შემოთავაზებული მარშრუტის გარდა შესაძლებელია ექსკურსიების ორგანიზება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათთვის, ვისაც ტურების მოწყობა პირადად ურჩევნია და მატარებლით მგზავრობაც უყვარს, „საქართველოს რკინიგზა“ სამგზავრო ბილეთებზე ნებისმიერი მიმართულებით 50%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. სასტუმრო „ვილა პალასი“, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს, სტუდენტებს 10%-იანი ფასდაკლებით დასვენების საშუალებას აძლევს. სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს კი გუდაურში საბაგიროს სეზონური აბონემენტი 500 ლარის ნაცვლად 150 ლარად შეუძლიათ შეიძინონ. ფასდაკლება ვრცელდება ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებზეც. დაცული ტერიტორიების სააგენტო ეკოტურისტულ სერვისებზე 20-დან 60%-მდე ფასდაკლებას გთავაზობთ. შეგიძლიათ მოინახულოთ: ბორჯომ-ხარაგაულის, კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკი, იმერეთის მღვიმე, თუშეთის, ლაგოდეხის, ვაშლოვანის, კინტრიშის, ქობულეთისა და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიები. ფასდაკლებაა ბილიარდისა და ბოულინგის თამაშის მოყვარულებითვის "ბოულინგ ცენტრალ თბილისშიც“. აქ ბილიარდის თამაში ნებისმიერ მსურველს 24 საათის განმავლობაში 20%-იანი ფასდაკლებით შეუძლია. ბოულინგზე კი 10-დან 19-საათამდე 20%-იანი, ხოლო 19-დან 22-საათამდე სტუდენტებისთვის 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. შედარებით კულტურული დასვენების მომხრეებს სასიამოვნო საღამოების გატარება კინო-თეატრებში შეუძლიათ. სპეციალური აქციაა კინოთეატრ „რუსთაველსა" და „ამირანში". აქ სტუდენტებისთვის შაბათ-კვირის გარდა ნებისმიერ სეანსზე ბილეთის ფასი 5 ლარია. იგივე ფასდაკლება ვრცელდება ბათუმის კინოთეატრ “აპოლოშიც”. ბილეთებზე 50%-იან შეღავათს პანტომიმისა და თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, ასევე თოჯინების მუზეუმიც სთავაზობს მაყურებელს. წიგნის მოყვარულებს „სანტა ესპერანსას" მაღაზიათა ქსელში “ბაკურ სულაკაურის გამომცემლობისა" და „პალიტრა ელ-ის" წიგნებზე 15%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ სარგებლობა. ასევე სტუდენტებისთვის სპეციალური ფასები აქვს გამომცემლობა „დიოგენეს“. „დიოგენეს" მაღაზიათა ქსელში წიგნების შეძენაზე 15%-იანი, სხვა ნებისმიერ გამომცემლობაზე კი 10%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. როგორც ხედავთ, არჩევანი დიდია, სად და როგორ დაისვენებთ თქვენს ინტერსებსა და ფინანსებზეა დამოკიდებული. 456 4-ს მოსწონს
|