x
მეტი
  • 20.10.2024
  • სტატია:137718
  • ვიდეო:351967
  • სურათი:511568
ცოტა რამ იტალიის შესახებ

imageიტალია ხმელთაშუა ზღვაში ღრმად შეჭრილი გრძელი ჩექმის ფორმის ნახევარკუნძულზე მდებარეობს.მასვე ეკუთვნის ორი დიდი კუნძული - სიცილია და სარდინია.ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი ტბებს, ალპების მთებსა და მდინარე პოს ნაპირზე გადაშლილ ნაყოფიერ მიწებს მოიცავს.აპენინის მთები ქვეყნის ხერხემალია, მის სამხრეთში მრავალი მოქმედი ვულკანია.
იტალიის თბილი კლიმატი გლეხებს ზეთისხილის, ციტრუსებისა და ყურძნის მოყვანას საშუალებას აძლევს.მრავალი იტალიელი ტურიზმის სფეროში მუშაობს.ქვეყანა ავტომობილებს, ტანსაცმელს, ტყავეულსა და კომპიუტერებს აწარმოებენ.საწარმოების უმეტესობა უფრო მდიდარ ჩრდილოეთში მდებარეობს.იტალია ევროკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელია და აქტიური წევრია.უძველეს ეპოქაში რომი დასავლეთ ევროპის უდიდეს ნაწილს განაგებდა, მაგრამ მოგვიანებით იტალია პატარ-პატარა სამეფოებას დაიყო და მხოლოდ 1861 წელს გაერთიანდა.ვატიკანი რომის კათოლიკური ეკლესიის რეზიდენციაა, სან-მარინო კი აპენინის მთებში მდებარე პატარა რესპუბლიკაა.სიცილიასა და ჩრდილოეთ აფრიკას შორის პატარა კუნძულძე მდებარეობს დამოუკიდებელი სახელმწიფო მალტა, რომელსაც საკუთარი ენა და კულტურა აქვს. მისი ეკონომიკა ნავსაშენებელსა და ტურიზმზეა სამოკიდებული.
ვენეცია

imageვენეცია ულამაზესი ქალაქია, რომელიც ადრიატიკის ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მდებარე კუნძულზეა გაშენებული.ის ცნობილია თავისი არხებით, ხიდებითა და გონდოლებით ტრადიციული ვენეციური ნავებით, რომელიც ჭოკებით მართავენ.


პიზის კოშკი
imageმრავალი ტურისტი მოდის დახრილი კოშკის სანახავად, რომელიც უძველეს საუნივერიტეტო ქალაქ პიზიში მდებარეობს.ამ ულამაზესი მარმარილოს კოშკის მშენებლობა დაახლოებით 800 წლის წინ დაიწყო, მაგრამ ნიადაგი, რომელზეც კოშკი იდგა, არასაკმარისად მყარი აღმოჩნდა და კოშკმა დახრა დაიწყო.დღეს ის ვერტიკალურიდან დაახლოებით 5 მეტრზეა გადახრილი.

2
486
8-ს მოსწონს
ავტორი:FABIO
FABIO
486
  
2012, 24 ნოემბერი, 21:46
სი ჩერტო!
2012, 24 ნოემბერი, 21:34
მშობლიური სახლი!
0 1 2