x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
რა ვჭამოთ, რომ გავხდეთ
ჩვენი ორგანიზმი მგრძნობიარეა. მას არ შეიძლება აუკრძალო გემრიელი კერძების მირთმევა, ან ძალით აჭამო განსაკუთრებულად სასარგებლო. იგი უნდა გაანებივრო, როგორც კეთილი დედა ანებივრებს ბავშვს - აქეზებს, მაგრამ ინარჩუნებს ზომიერების გრძნობას და ჯანსაღ აზრს.

ქვემოთ ჩამოთვლილია, თუ როგორ გავხდეთ მოხდენილი 20 მეთოდის მეშვეობით.


1. მწარე სანელებლები, როგორიცაა წიწაკა, ნიორი და ტაბასკო - აქტიურად აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამიტომ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით გამოიყენეთ ისინი საკვებში.


2. ნუ დაივიწყებთ პარკოსნებს. ისინი ამარაგებს ორგანიზმს მაგნიუმით და გვიცავს სტრესისგან. სულიერი გასაჭირის დროს ორგანიზმს წარმოექმნება შიმშილის ძლიერი გრძნობა და მას ჩვეულებად ექცევა, სასწრაფოდ რაიმე შეჭამოს.



3. რკინის უკმარისობა ამუხრუჭებს ორგანიზმიდან სარეზერვო ცხიმების გამოდევნას. ამიტომ ხშირად მიიღეთ ისეთი საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას, მაგალითად: თირკმელი, ღვიძლი და ვაშლი.


4. მიიღეთ რაც შეიძლება დიდი რაოდენობით უმი ბოსტნეული. მათში ნაკლები კალორიაა, სამაგიეროდ შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც არეგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.


5. ხილის დიდი რაოდენობით მიღება არარეკომენდებულია, რადგან შეიცავს ფრუქტოზას, ე. ი. ისინი ბოსტნეულზე უფრო კალორიულია. განსაკუთრებით ეს შეეხება ბანანს, ლეღვს და ჩირს.


6. უარი არ თქვათ პურის და მაკარონის მიღებაზე. ეს პროდუქტები შეიცავს ბალანსირებულ ნივთიერებებს, რომლებიც აჩქარებს საჭმლის გადამუშავებას.


7. უარი თქვით ძლიერი სპირტიანი სასმელების მიღებაზე. 100 გრ არაყი, კონიაკი ან ლიქიორი კალორიების შემცველობით უტოლდება მთლიან სადილს.


8. ნუ მიიღებთ ხილის წვენებს, რადგანაც ისინი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. უფრო მარგებელია კოქტეილის მიღება (1-3 ვაშლის წვენი და 2-3 ჭიქა უგაზო მინერალური წყალი).


9. ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ 1 ჭიქა ცხელი წყალი 1 ც ლიმონის წვენთან ერთად არეული.


10. შეცვალეთ ჩვეულებრივი ჩაი გვირილის, პიტნის ან ასკილის ნაყენით.


11. სადილის შემდეგ სასურველია 1 ჭიქა უშაქრო შავი ყავის მიღება. კოფეინი აჩქარებს ცხიმების დაშლას და მოქმედებს, როგორც შარდმდენი საშუალება.


12. დალიეთ ბევრი წყალი. ნებისმიერ დიეტას მოჰყვება ტოქსინების დაგროვება ორგანიზმში. მათი გამოდევნა შესაძლებელია მხოლოდ წყლის საშუალებით.


13. თუ თქვენი ფიგურა მოითხოვს სერიოზულ კორექციას, შეცვალეთ ძროხის რძე სოიის რძით ან შრატით.


14. ნელი ჭამა ხელს უწყობს დანაყრების შეგრძნებას, ამიტომ უკეთესია, თუ საკვებს მიიღებთ პატარა ულუფებით, წვნიანს - ჩაის კოვზით.


15. "როდესაც მე ვჭამ, არავის ვუსმენ და არ ვლაპარაკობ", - ეს არის ბრძნული გამონათქვამი. ჭამის დროს, როდესაც ვლაპარაკობთ, უფრო მეტს ვჭამთ, ვიდრე ორგანიზმს ესაჭიროება.


16. დაღეჭეთ ყოველი ულუფა, რაც შეიძლება გულმოდგინეთ. თითო ლუკმა დაახლოებით 15-20-ჯერ.


17. თუ გინდათ, რომ შეინარჩუნოთ ლამაზი ფიგურა, აუცილებელია ღამით მშიერმა დაიძინოთ.


18. არასოდეს დანაყრდეთ ფეხზე მდგომი.


19. აუცილებლად შეიძინეთ სასწორი და დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს, აკონტროლეთ თქვენი წონა. დღე-ღამის განმავლობაში წონის მერყეობა უნდა შეადგენდეს 800-დან 1000 გრ-მდე.


20. მომატებული მადა - ეს თითქმის ამტკიცებს სტრესულ მდგომარეობას. ამიტომ მანამდე, სანამ ჭამას დაიწყებდეთ, დალიეთ ვალერიანის წვეთები, წამოწექით ნახევარი საათით და დაფიქრდით, იქნებ ჭამა საერთოდ გადაიფიქროთ.

0
1274
7-ს მოსწონს
ავტორი:ეთო-ეთო
ეთო-ეთო
1274
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0