თვითრწმენა ადამიანს ბევრი პრობლემის დაძლევაში ეხმარება . მედიცინაში არსებობს შემთხვევები, როდესაც პაციენტს უმძიმესი დაავადება სწორედ გამოჯანმრთელების რწმენის საშუალებით
დაუმარცხებია. გსმენიათ პლაცებოს ეფექტის შესახებ?
პლაცებო არის სამედიცინო დანიშნულების სიმულატორი, რომლის საშუალებითაც ექიმები ავადმყოფებს არწმუნებენ რომ ის გამოჯანმრთელდება. პლაცებოთი მკურნალობის დროს ავადმყოფი იღებს ინერტულ შაქრის წამალს – ექიმი კი არწმუნებს რომ ამ პროცედურის შემდეგ ის გამოჯანმრთელდება, მაგრამ უმალავს წამლის ინერტულობის ფაქტს. ეს ქმედება საჭიროა იმისთვის, რომ პაციენტმა ირწმუნოს საკუთარი გამოჯანმრთელების შესახებ. ეს ფენომენი ცნობილია პლაცებოს ეფექტის სახელით.
მედიცინაში თვითრწმენის ეფექტი გამოიყენება შემდეგი სახით: როდესაც ავადმყოფი საჭიროებს წამალს მას აწვდიან რაიმე სახის ნივთიერებას, რომელსაც უმეტესად არანაირი ქიმიური დანიშნულება არ აქვს, მაგრამ პაციენტს არწმუნებენ, რომ ეს სწორედ ის წამალია, რომელიც მას ესაჭიროებოდა და იგი ახლა განკურნებას დაიწყებს. რამდენად სასაცილო ან საოცარიც არ უნდა იყოს ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან ხშირად არათუ უკეთესი ხდება, არამედ სრულიად იკურნება კიდეც. .ქალი, რომელიც სიმსივნით იყო დაავადებული მისცეს კონიაკი და უთხრეს, რომ ეს იყო სწორედ ის შეპირებული წამალი, რომელსაც ორი თვე ელოდა საზღვარგარეთიდან. ქალმა დალია იგი და, რამდენიმე დღეში, როდესაც შეამოწმეს, ნახეს, რომ პაციენტის მდგომარეობა ბევრად უკეთესი იყო, ხოლო კონიაკი ვერანაირად ვერ დაეხმარებოდა მთელ ორგანიზმს დაეწყო ანტისხეულების გამომუშავება და შებრძოლებოდნენ მეტასტაზებს, რომლებიც იწყებდნენ მთელ ორგანიზმში გავრცელებას.
როგორ მოხდა სიმსივნური წარმონაქმნის “უკანდახევა”? როგორ და ტვინმა გასცა ბრძანება, ეს არის წამალი, რომელიც მე განმკურნავს. სიგნალი მივიდა P53 გენთან, ამან კი გამოიწვია აპოპროზი – ანუ ორგანიზმმა დაიწყო სიმსივნური უჯრედების ლიკვიდაცია (თვითლიკვიდაცია). ამის შემდეგ ითრგუნება ლიპო და ციკოოქსიგენაზური დაჟანგვის რეაქციები და მცირდება ანთების მედიატორები, რაც საბოლოოდ ადამიანის განკურნებისა თუ არა, დროებით გამოჯანმრთელებას უწყობს ხელს. ეს ყველაფერი კი არ მოხდება თუ არა ჰომეოსტაზის სისტემებში ცვლილება, ნერვული იმპულსების, ჰორმონების და მედიატორების რაოდენობრივი და ტიპობრივი ცვლილებების დაწყება. თავის მხრივ ეს ყველაფერი “ვერ შედგებოდა” რომ არ ყოფილიყო ადამიანის ორგანიზმი ფსიქოლოგიურად მომზადებული: “ეს ყველაფერი გადაგარჩენს შენ”!
ანუ პლაცებოს ეფექტურობა დამოკიდებულია თვითრწმენაზე რაშიც უმტავრეს როლს ადამიანის ფსიქიკა აკეთებს. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს თავის ტვინის მნიშვნელობაზე ადამიანის ორგანიზმში.
პლაცებოს, როგორც ფსიქიკური მოვლენის სანუგეშოდ მოქმედებს ის გარემოებაც, რომ მისი ეფექტი არ არის შემჩნეული ცხოველებსა და სხვა არამოაზროვნე არსებებზე, რომელთა დარწმუნება, შთაგონებაც შეუძლებელია.
მაგრამ თვითრწმენა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მოვლენაა: მისი მეშვეობით შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ადამიანის განკურნება არამედ თვითლიკვიდაციაც. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ადამიანს მიუღია წერილი, რომ იგი ამა და ამ დღის ამა და ამ საათზე გარდაიცვლებოდა და მართლაც, მიმღებმა ირწმუნა ამის შესახებ და გულის შეტევით გამოესალმა სიცოცხლეს. ანუ ტვინმა “გამორთო” ორგანიზმი და მეტი არაფერი.
თუმცა არც ეს არის ყველაფერი. თვითშთაგონებით ადამიანს შეუძლია გაიაროს ბაგირზე, რომელზეც გავლა აქამდე არ შეეძლო, გადაახტეს ღობეს, რომელიც ძალიან მაღალია და ასე შემდეგ. ამიტომ ხდება, რომ ექსტრემალურ ვიტარებებში ადამიანის მიეცემა ბევრად მეტის “ქმნის” უნარი. არადა მასში ეს ყოველთვის არსებობდა, მხოლოდ დაფარული და არადაკვირვებული იყო იგი.