x
image
NIKOLAISHVILI
შ.ს.ს. ვანო მერაბიშვილის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე

imageდღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გაიმართა ბრიფინგი, ვანო მერაბიშვილის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ამ ფაქტებში ნათლად იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.
შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა კანონდარღვევის ფაქტზე განაცხადება გააკეთა:

საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის 2006 წლის 13 მარტის ბრძანებით, "კუდ"-ის დირექტორი დათა ახალაია და გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე დროებით გათავისუფლდნენ თანამდებობებიდან, რადგან საზოგადოებაში არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ აღნიშნულ თანამდებობებზე მათი დარჩენით ხელი შეეშლებოდა სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.2008 წლის აგვისტოში ვანო მერაბიშვილმა გამოსცა ბრძანება დათა ახალაიასა და ვასილ სანოძის შეჩერებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების აღდგენის თაობაზე, შესაბამისად შსს-ს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ წლების განმავლობაში დაშვებული და წახალისებული იყო სამინისტროს ორი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტის არაფორმალური მმართველობა. სინამდვილეში, ახალაია და სანოძე თითქმის ორი წლის განმავლობაში სრული მოცულობით და შეუზღუდავად ხელმძღვანელობდნენ შესაბამის დეპარტამენტებში. მათ, ხელი მიუწვდებოდათ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციებთან და დოკუმენტებთან. ისინი გეგმავდნენ და ხელმძღვანელობდნენ ოპერატიულ-სამძებრო, აგენტურულ და სხვა ხასიათის სპეციალურ ღონისძიებებს.

5
245
16-ს მოსწონს
ავტორი:NIKOLAISHVILI
NIKOLAISHVILI
245
  
2012, 24 ნოემბერი, 19:43
კი ასეა 2/3 ხმების არის საჭირო
2012, 24 ნოემბერი, 19:42
არ ვიცოდი
2012, 24 ნოემბერი, 19:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი jorjeti-ის კომენტარზე
2012, 24 ნოემბერი, 19:14
შენ რას ფიქრობ ძმა, მიშას იმპიჩმენტი მზადდება?მე რაღაც ეგრე მგონია
2012, 24 ნოემბერი, 18:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 5