საზოგადოება პატარა რაპუნცელი 2012, 13 აპრილი, 11:05 12 წლის გოგონა ბრაზილიიდან natasha moraes de andrade რომელსაც ცხოვრებაში ერთხელაც არ შეუჭრია თმა გეგმავს მოიჭრას თავისი გრძელი ნაწნავები. მისი თმის სიგრძე არის 1 მეტრა და 57 სანტიმეტრი და ნატაშას უნდა რომ თავის განძში 5, 5 ათასი დოლარი მიიღოს. ნატაშას ოჯახი ცხოვრობს რიო დე ჟანეიროს ღარიბ უბანში და ამიტომაც თმისგან მიღებული შემოსავალი მოხმარდება სახლის რემონტს. ყველა ნაცნობი მას რაპუნცელს ეძახის. ხოლო მეზობელი ბიჭები მის სახლთან როცა გაივლიან ეძახიან მას “რაპუნცელ რაპუნცელ ჩამოუშვი შენი ნაწნავები". ერთხელ თავი რომ დაიბანოს 4 საათი სჭირდება და ერთი შამპუნი კვირაში, ხოლო თმა რომ დაივარცხნოს ნახევარი საათი. დედამ დაარწმუნა ნატაშა რომ თმა შეეჭრა რადგან ამ სილამაზემ მას ცხოვრება ტანჯვად უქცია. სიარულის დროს თმები მას ხელში უჭირავს. ოჯახსაც უჭირს მისი თმის “შენახვა" ფინანსების მხრივ, მათ ხომ 600 დოლარი უჯდებათ წელიწადში ეს კი ძალიან ბევრია მცირე შემოსავლის მქონეს ოჯახისათვის. 546 2-ს მოსწონს
|