x
image
კახა
ფულში არაა ბედნიერება, ადვილად მოვა და ადვილად წავა

imageადვილად მოსულ ფულს კარგი არავისთვის მოუტანია. ეს ფაქტი რომ დაგიმტკიცოთ ამისათვის 12 მაგალითს მოგიყვანთ იმისა, როგორ ვერ შეძლეს უცბათ მოსული სიმდიდრის ნაყოფიერად გადანაწილება. უყურეთ და ისწავლეთ!

1. ბრიტანელი მაიკლ კერროლი მენაგვედ მუშაობდა, როცა უცბათ 15 000 000 $ მოიგო. კაცმა გადაწყვიტა სიტუაცია არ გაერთულებინა და მთელი ფული გართობაში, ნარკოტიკებსა და სხვა ცხოვრებისეულ სიამოვნებებში დახარჯა. უკანასკნელი ამბები მისგან - ის კვლავ ეძებს სამუშაოს.

2. მრავალი წელი ამერიკო ლოპესი და მისი მეგობრები უახლოვდებოდნენ თავიანთ ოცნებას - ისინი რეგულარულად ყიდულობდნენ ლატარეის ბილეთებს. როდესაც ერთ ერთი ბილეთი მომგებიანი აღმოჩნდა, ლოპესმა გადაწყვიტა მიეთვისებინა მთელი თანხა 77 000 000 $, მაგრამ არ გამოუვიდა - მეგობრებმა სასამართლოს მეშვეობით მოახერხეს თანხის გადანაწილება.

3. ყოფილმა ოფიციანტმა ტონდა ლინნ დიკერსონმა მოიგო სოლიდური თანხა, მაგრამ მთელი თანხა დავალიანებებში წავიდა.

4. ეველინ ადამსმა ლატარია 2 ჯერ მოიგო, ერთხელ 1985 წელს და მეორეჯერ 1986 წელს. ორივე მოგება სუფთად დახარჯა სათამაშო აპარატებზე. დღეს დღეობით ცხოვრობს მანქანაში. ოდესღაც კი მას 5 000 000$ზე მეტი ჰქონდა.

5. 1989 წელს ვილლი ხარტმა მოიგო 3.1 მილიონი ლატარეაში, მიჩიგანის შტატში. 2 წელში მან მოასწრო ცოლთან განქორწინება, მეურვეობის დაკარგვა თავის შვილებზე და ნარკომანად გახდომა.

6. როდესაც დენიზ როსსიმ ლატარეაში მოიგო 1.3 მილიონი, ქმარს დაშორდა ისე, რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს. საწყალმა ქმარმა ცოლი უსიტყვოდ გაუშვა, მაგრამ 2 წლის შემდეგ როდესაც გაიგო მოგების შესახებ უჩივლა ცოლს და მთელი მოგება წაართვა.

7. 1997 წელს ევანგელისტმა უმცროსმა ბილლი ბობ ხარრელლმა მოიგო ჯეკპოტი 31 მილიონი დოლარი. მან მაშინვე იყიდა 6 სახლი და ახალი ავტომობილები. და როგორც ყოველთვის, ვინც ლატარეაში მოიგო მას არ შეუძლია უთხრას ვინმეს უარი, როდესაც მასთან ხალხი მოწყალების სათხოვნელად მოდის. ყველაფრის დაკარგვის შემდეგ, იგი განქორწინდა და თავი მოიკლა.

8. ლუკა პიტტარდმა მოიგო 1.3 მილიონი ფუნტი სტერლინგი 2006 წელს, მაგრამ ყველაფერი დახარჯა მოგზაურობაში კანარის კუნძულებზე, ქორწილსა და ახალ სახლზე. ნახევარი წლის შემდეგ მას მოუწია მაკდონალდსში მუშაობის დაწყება რათა როგორმე თავი ერჩინა.

9. უილიამ პოსტმა 2006 წელს მოიგო 16.2 მილიონი დოლარი, და ზუსტად ამის შემდეგ დაატყდა თავს უბედურებათა მთელი ნაკადი. ჯერ მისმა მეგობარმა გოგონამ უჩივლა მოგების განაწილების მიზნით, ძმამ კი დაიქირავა მკვლელი რათა მდიდარი მემკვიდრე გამხდარიყო. საბოლოო ჯამში, ერთი წლის შემდეგ უილიამსს მოგებული თანხის ნაცვლად 1 მილიონი დოლარი ვალი ჰქონდა. ახლა ის სოციალური კეთილდღეობის ხარჯზე ცხოვრობს.

10. ჯერალდ მასვაგონმა 1998 წელს 10 მილიონი დოლარი მოიგო და 7 წელიწადში სულ გაფლანგა. უფულოდ დარჩენილმა თავი ჩამოიხრჩო.

11. ვივიან ნიკოლსონმა მოიგო 152 300 ფუნტი სტერლინგი 1961 წელს და ყველაფერი დიზაინერულ ტანსაცმელზე, მორთულობებსა და ავტომობილებზე დახარჯა.

12. კელლი როჯერსი 16 წლის იყო, როდესაც 1, 9 მილიონი ფუნტი სტერლინგი მოიგო ლატარეაში 2003 წელს. ძალიან ახალგაზრდა იყო იმისათვის, სცოდნოდა როგორ უნდა ემართა საკუთარი ფული და სად მიიყვანდა ამ ფულის გაფლანგვა. ის თავის მსგავს ახალგაზრდა ბიჭს შეხვდა და ორივემ ერთად დახარჯა მთელი ფული დალევასა და გართობაში. ახლა კელლი დამლაგებლად მუშაობს.

3
59
6-ს მოსწონს
ავტორი:კახა
კახა
59
  
2013, 19 ოქტომბერი, 15:24
მომეწონა სტატია!!!!!ბედნიერება-არაა შემთხვევითი და არა რაღაც სასურველი, ბედნიერება ეს არის ის, რასაც თქვენ საკუთარი ხელებით ქმნით.
2013, 19 ოქტომბერი, 13:06
ადამიანური ურთიერთობები და გრძნობები ყველაფერზე მაღლა დგას და ფული არაფერს შეცვლის,
2013, 19 ოქტომბერი, 13:01
მშვენიერი სტატიაა,ჭკუის სასწავლებელი.
0 1 3