ეკონომიკა საბერძნეთისა და ესპანეთის პრობლემები 2012, 23 ნოემბერი, 22:41 გარდა საქართველოში არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური პრობლემებისა, პრობლემების წინაშე დგას მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. საბერძნეთში მუშათა გამოსვლები თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს, რისი მიზეზიც საბერძნეთის მთავრობის განცხადებაა იმასთან დაკავშირებით, რომ დაახლოებით 27 000 ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩება. საბერძნეთის მთავრობის განცხადებით შრომის კოდექსში ცვლილებები უნდა შევიდეს, რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია დასაქმებულებში. მათი განცხადებით ქვეყანაში ისედაც უმუშევრობაა, მათი სამსახურიდან გათავისუფლება კი ამ რიცხვს უფრო მეტად გაზრდის. ფინანსური კრიზისის წინაშე დგას ესპანეთიც. ქვეყანაში ბოლო დროინდელი სტატისტიკით ყოველი მეხუთე მოქალაქე სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, უმუშევრობის პროცენტული მაჩვენებელი კი 25ის ტოლია. მოსახლეობა მთავრობისაგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ითხოვს. 33 4-ს მოსწონს
|