ქალი და მამაკაცი რას აკვირდებიან ქალები მამაკაცში 2012, 13 ნოემბერი, 14:59 საკმაოდ აქტუალური საკითხია თუ რითი ინტერესდება ქალი მამაკაცის პირველი დანახვისას. აღნიშნული როგორც წესი შეფასებითია და ინდივიდუალური, თუმცა ფსიქოლოგების შეფასებითა და ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, მაინც დადგინდა თუ რა აინტერესებს ქალს ყველაზე მეტად მამაკაცში. და მე დღეს პირველ სამეულს გთავაზობთ :
ნომერი პირველი ეს არის თითები. თავდაპირველად ცოტა გამაოცა ამგვარმა შედეგმა, თუმცა როდესაც პასუხის განმარტებით ნაწილს ჩავხედე 90% გამოკითხული ქალებისა ამბობდა, რომ ამ გზით ისინი პირველ რიგში იგებენ, დაქორწინებულია თუ არა მამაკაცი. მეორე ადგილს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს იკავებს მამაკაცის უკანალი. გამოკითხულ ქალთა უმრავლესობა ვერ ან არ ასახელებს მიზეზს თუ რატომ არის დაინტერესებული მამაკაცის უკანალით, მაგრამ ფაქტია, რომ გამოკითხვის შედეგების მიხედვით ის მეორე ადგილზეა. რაც შეეხება მესამე ადგილს ის თითქმის თანაბარი შედეგებით გაინაწილა მამაკაცის თვალებმა და მამაკაცის აღნაგობამ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა ძალიან მცირე ნაწილმა დაასახელა მამაკაცის ჩაცმულობა, რომელიც როგორც ჩანს ნაკლებად მნიშვნელოვანია მათთვის. 519 3-ს მოსწონს
|